Powered by Jasper Roberts - Blog

15:22 18.03.2017
"არ გამოვა ეს იაფფასიანი წინასაარჩევნო ტრიუკები!"- ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს:

 

 

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ზვიად გამსახურდიას სკულპტურის მშენებლობისათვის 50,000 ლარი დაიხარჯება! ხელისუფლება შეგნებულად აჭიანურებს და არ იძიებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს, და უბრალოდ ჩქმალავს შევარდნაძის ბანდებისა და რუსეთის სპეცსამსახურების კვალს, რომელიც ცხადად ჩანს გამოძიების მასალებში, მთავარი პროკურატურა და სუს-ი ყოველმხრივ ბლოკავენ ამ საქმეზე სამართლებრივ შედეგს (გამოიცანით ვისი დავალებით), და ამ დროს ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას მეორე სკულპტურას აკეთებენ! ჯერ ერთი, რომ ზუგდიდში უკვე არის მისი ქანდაკება... რისთვისაა საჭირო მისი დუბლირება და ზედმეტი თანხების განიავება?! არა მგონია მას ეს თავად მოსწონებოდა... ან რატომ შემოსაზღვრავენ მას მხოლოდ სამეგრელოთი? ამ კაცმა სამეგრელოსთვის იბრძოლა მხოლოდ თუ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის?! არ გამოვა ეს იაფფასიანი წინასაარჩევნო ტრიუკები! პირადად მე დიდი ხანია დავრწმუნდი, რეალურად ზვიად გამსახურდია - მისი საქმე, მემკვიდრეობა, მკვლელობა - ამ ხელისუფლებისათვის ზედმეტი და უხერხული ტვირთია, და იმედი მაქვს ასეთ რაღაცებს აღარავინ დაიჯერებს! დანარჩენს, და მისი მკვლელობის საქმეზე დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ 31 მარტს - უახლოეს დღეებში გაცნობებთ დეტალურად..." - წერს გამსახურდია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge