Powered by Jasper Roberts - Blog

15:20 18.03.2017
იტა­ლი­ა­ში მყო­ფი ქარ­თ­ვე­ლი უსი­ნათ­ლო მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა

მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ბა­ნი ვიქ­ნე­ბი...



უკ­ვე სა­მი წე­ლია, რაც ქარ­თ­ვე­ლი მომ­ღე­რა­ლი იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ სა­ლერ­ნო­ში ცხოვ­რობს და ად­გი­ლობ­რივ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში კლა­სი­კურ მუ­სი­კას ეუფ­ლე­ბა. ირაკ­ლი ნუ­ცუ­ბი­ძე სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ცდი­ლობს, სას­ცე­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღოს და მუდ­მი­ვად მო­ნა­წი­ლე­ობს მას­ტერ­კ­ლა­სებ­სა და კონ­ცერ­ტებ­ში. ად­გი­ლობ­რივ და მე­ზო­ბელ ქა­ლა­ქებ­ში უკ­ვე გა­მარ­თა რამ­დე­ნი­მე სო­ლო კონ­ცერ­ტი. 32 წლის ირაკ­ლი იმი­თაც არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ უსი­ნათ­ლოა, მაგ­რამ ეს ბა­რი­ე­რად სუ­ლაც არ მი­აჩ­ნია, მას ნო­ტე­ბის ათ­ვი­სე­ბის სა­კუ­თა­რი მე­თო­დი აქვს. 



- პირ­ვე­ლად 10 წლის ვიყავი, სცე­ნა­ზე რომ გა­ვე­დი. თბი­ლის­ში, მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ კონ­ცერტს უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბიც ეს­წ­რე­ბოდ­ნენ. ახ­ლაც მახ­სოვს, რო­გორ ვღე­ლავ­დი კუ­ლი­სებ­ში, მაგ­რამ მე­რე, რო­გორ­ღაც დავ­ძ­ლიე ნერ­ვი­უ­ლო­ბა და ვიმ­ღე­რე. ქუ­თა­ის­ში სა­ბავ­შ­ვო სტუ­დია - `ა­მა­დე­უს­ში~ ვმღე­რო­დი. აქ­ტი­უ­რად გა­მოვ­დი­ო­დით ოპე­რის თე­ატ­რ­სა და სხვა­დას­ხ­ვა სცე­ნა­ზე. იმ წლებ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შემ­ძი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ სა­ეს­ტ­რა­დო ჟანრს ვმღე­რო­დი... რო­დე­საც გარ­და­ტე­ხის ასა­კი გა­ვი­ა­რე, სა­ო­პე­რო ხმა ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და. ისე­დაც ყო­ველ­თ­ვის ვოც­ნე­ბობ­დი ოპე­რის მომ­ღერ­ლო­ბა­ზე და რად­გან ჩე­მი ხმა კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის­კენ `წა­ვი­და~, გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­კუ­თარ თავ­ზე უფ­რო მე­ტი მე­მუ­შა­ვა. ქუ­თა­ი­სის მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვა­ბა­რე, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გაგ­რ­ძე­ლე­ბა ვი­სურ­ვე. თუმ­ცა, სულ ვფიქ­რობ­დი, რომ ჩე­მი კა­რი­ე­რის­თ­ვის იტა­ლი­უ­რი სკო­ლა ყვე­ლა­ზე კარ­გი იქ­ნე­ბო­და... გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის თა­ნად­გო­მით, სწავ­ლა იტა­ლი­ა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე...


- ეს ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბო­და. ალ­ბათ იყო ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რიც... 


- არა, ნამ­დ­ვი­ლად არ იყო იოლი, მაგ­რამ გა­დავ­წყ­ვი­ტე, თა­ვი მუ­სი­კის­თ­ვის მი­მეძღ­ვ­ნა. იტა­ლი­ურს ქუ­თა­ის­შიც ვსწავ­ლობ­დი, რად­გან კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის შეს­წავ­ლის მსურ­ველ­თათ­ვის ამ ენის ცოდ­ნა აუცი­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, ეს საკ­მა­რი­სი არ იყო. იტა­ლი­ა­ში ჩა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, სწავ­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე, ვცდი­ლობ, ცოდ­ნა გა­ვიღ­რ­მა­ვო, ამავ­დ­რო­უ­ლად, კონ­ცერ­ტებ­საც ვმარ­თავ. სა­ლერ­მოს­თან ახ­ლოს ქა­ლა­ქი მა­ი­ო­რია, სა­კუ­რორ­ტო ზო­ნაა და ზაფხუ­ლო­ბით მას­ტერ­კ­ლა­სე­ბი და კონ­ცერ­ტე­ბი იმარ­თე­ბა, რო­მელ­შიც აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ... ასე­ვე, სის­ტე­მა­ტუ­რად იმარ­თე­ბა კონ­კურ­სე­ბი, მას­შიც მუდ­მი­ვად ჩარ­თუ­ლი ვარ. ეს მუ­სი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნაა და შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კუ­რენ­ცი­აც დი­დია, ამი­ტომ ბო­ლომ­დე უნ­და და­ი­ხარ­ჯო... მუ­სი­კა ჩე­მი ცხოვ­რე­ბაა, ამი­ტომ სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბის, წინ­ს­ვ­ლის მო­ტი­ვი მუდ­მი­ვად მაქვს, რა­შიც ჩემს პე­და­გოგ­საც დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის. 


- იტა­ლი­ურ ენა­სა და მუ­სი­კას სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით სწავ­ლობთ?



- დი­ახ... ჩე­მი უსი­ნათ­ლო­ბა თან­და­ყო­ლი­ლია. სამ­შო­ბი­ა­რო ტრავ­მა მაქვს... თუმ­ცა, ამას ტრა­გი­კულ ფაქ­ტად არ მი­ვიჩ­ნევ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­მი­ღო. აქ სა­ერ­თოდ არ იგ­რ­ძ­ნო­ბა ასე­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლას, ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ფერს სმე­ნით ვსწავ­ლობ­დი. რამ­დენ­ჯერ­მე ვუს­მენ­დი და შემ­დეგ გო­ნე­ბა­ში ვა­მუ­შა­ვებ­დი. რო­დე­საც კონ­ცერ­ტ­მა­ის­ტერ­თან მი­წევს მუ­შა­ო­ბა და პარ­ტი­ის შეს­რუ­ლე­ბა, იქაც სმე­ნის წყა­ლო­ბით გავ­დი­ვარ ფონს. ჩამ­წე­რიც მაქვს, სა­დაც ვწერ მუ­სი­კას და ჩემს პარ­ტი­ას, შემ­დეგ კი მას სახ­ლ­ში გა­ვარ­ჩევ. ჩა­ნა­წე­რი არის ჩე­მი ნო­ტიც და პარ­ტი­ტუ­რაც... 


- ანუ ნო­ტე­ბის გა­რე­შე მღე­რით?
- დი­ახ, ასე გა­მო­დის, ეს ჩე­მი მე­თო­დია. ყო­ველ­თ­ვის ჩა­ნა­წე­რებს ვუს­მენ­დი და რამ­დენ­ჯერ­მე ვი­მე­ო­რებ­დი... ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა­საც და­მო­უ­კი­დებ­ლად ვა­ხერ­ხებ. აქ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოა. ქუ­ჩა­ში ვე­რი­დე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად გას­ვ­ლას, მაგ­რამ სახ­ლ­ში ყვე­ლა­ფერს მარ­ტო ვა­კე­თებ. კარ­გი ორი­ენ­ტა­ცი­ის უნა­რი მაქვს, რაც დი­დი პლუ­სია ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის­თ­ვის. კონ­კ­რე­ტულ გა­რე­მო­ში ერ­თხელ მა­ინც თუ ვარ ნამ­ყო­ფი, სხვი­სი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე მო­ვა­ხერ­ხებ გა­და­ად­გი­ლე­ბას. კონ­ცერ­ტის დაწყე­ბამ­დე ვეჩ­ვე­ვი სცე­ნას, აღ­ვიქ­ვამ გა­რე­მოს, გო­ნე­ბა­ში ვსაზღ­ვ­რავ რა მო­ცუ­ლო­ბის არის კუ­ლი­სე­ბი, სცე­ნა და მთლი­ა­ნო­ბა­ში - დარ­ბა­ზი, ამის შემ­დეგ კი და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბაც მი­ად­ვილ­დე­ბა... კი­დევ ერ­თი, ჩრდი­ლებს ვხე­დავ ანუ სი­ნათ­ლეს ვარ­ჩევ და ეს ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. ჩე­მი აზ­რით, ადა­მი­ა­ნი იმ­დე­ნად ხარ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე, რამ­დე­ნა­დაც თა­ვად ზღუ­დავ სა­კუ­თარ თავ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს - მე ასე მეს­მის და ასე ვუდ­გე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბას, რაც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლა­ში, რად­გან გარ­კ­ვე­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს. 


- უკ­რავთ კი­დეც?
- დი­ახ, ნო­ტე­ბის გა­რე­შე ვუკ­რავ ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე. თუმ­ცა, ინ­ს­ტ­რუ­მენტს ისე არ ვფლობ, რო­გორც უნ­და ვფლობ­დე. ალ­ბათ, უკე­თე­სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და... შარ­შან სა­ლერ­ნო­ში სო­ლო კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თე, სა­დაც მთლი­ა­ნი პროგ­რა­მა და­ვუ­კა­რი. კონ­ცერ­ტე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში დევს... ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­თან ბევ­რი სა­მუ­შაო მაქვს და რო­გორც კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცე­მა, ვცდი­ლობ, ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­ვას­წო­რო. 


- ად­გი­ლობ­რივ ავ­ტო­რი­ტე­ტულ შემ­ს­რუ­ლებ­ლებ­თან თუ გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა?


- მეტ-ნაკ­ლე­ბად, რად­გან ჯერ კი­დევ დამ­წყე­ბი ვარ. თუმ­ცა, სა­ლერ­ნოს ოპე­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დი­რი­ჟო­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თუ სხვებს წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მა სჭირ­დე­ბათ, მე ეს წარ­მა­ტე­ბა უკ­ვე მო­ვი­პო­ვე. მე კი მა­ინც მგო­ნია, რომ ჯერ მხო­ლოდ პირ­ველ სა­ფე­ხუ­რებ­ზე ვდგა­ვარ... ცო­ტა არ იყოს მი­ჭირს სა­კუ­თარ თავ­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა, ყო­ვე­ლი კონ­ცერ­ტი­სა თუ მას­ტერ­კ­ლა­სის შემ­დეგ, აქა­უ­რი პე­და­გო­გე­ბი, დი­რი­ჟო­რე­ბი და ზო­გა­დად, მუ­სი­კო­სე­ბი კარგ მო­მა­ვალს მი­წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ბა­ნი ვიქ­ნე­ბი... 


- რა გეგ­მე­ბი გაქვთ?


- 30 აპ­რილს, სა­ლერ­ნო­ში მაქვს სო­ლო კონ­ცერ­ტი და მთლი­ა­ნად მას­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი... ზაფხულ­ში, ფლო­რენ­ცი­ა­ში სო­ლო კონ­ცერტს ვგეგ­მავ, ამი­ტომ მთე­ლი ზაფხუ­ლი შე­უს­ვე­ნებ­ლად უნ­და ვიშ­რო­მო... ასე­ვე, სექ­ტემ­ბერ­ში უმ­ბერ­ტო ჯორ­და­ნოს სა­ხე­ლო­ბის კონ­კურ­სის­თ­ვის ვემ­ზა­დე­ბი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ ფო­ჯა­ში გა­ი­მარ­თე­ბა და იმე­დი მაქვს, ჩემს პე­და­გო­გებს იმედს არ გა­ვუც­რუ­ებ... მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან ჩა­ვერ­თე აქა­ურ მუ­სი­კა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ამავ­დ­რო­უ­ლად, მუდ­მი­ვად ვფიქ­რობ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. თუმ­ცა, ჯერ არ ვი­ცი, ეს რო­დის მოხ­დე­ბა. 

ავტორ(ებ)ი : gza.ambebi.ge/