Powered by Jasper Roberts - Blog

14:40 18.03.2017
საუკეთესო ცოლები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ჩვენ გავარკვიეთ, ზოდიაქოს რომელ ქალბატონს მიანიჭა საუკეთესო ცოლის სტატუსი. 


მე-12 ადგილი - მორიელი
საოცრად ლამაზი და ჭკვიანი და მიმზიდველი ქალია, მაგრამ ცუდი ცოლი. ქმარი მისი მონა ხდება, უნდა შეეგუოს მის რთულ ხასიათს. 


მე-11 ადგილი - თევზები
მასთან არ მოიწყენთ, განსაკუთრებით, თუ კარგ ხასიათზეა. მამაკაცები მასზე ფანტასტიკურად დამოკიდებულები ხდებიან და განშორების შემდეგ ცხოვრება უფერული ეჩვენებათ. 


მე-10 ადგილი - ლომი
ვიტრინაში გამოდგმულ მდიდრულ თოჯინას ჰგავს. მას ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეს: სამკაული, მანქანა... მის გვერდით სხვა ქალები მოსაწყენები და იაფფასიანები არიან, მაგრამ მისი ინტერესების დაკმაყოფილებას ბევრი ფული უნდა.


მე-9 ადგილი - მშვილდოსანი
ცოლი-სატანა. მას მხოლოდ თქვენი სული აინტერესებს. თუ არ დაუჯერებთ, ჯოჯოხეთის ალში დაიწვებით. 


მე-8 ადგილი - ტყუპი

საშიში ცოლია. ვერაფერს დაუმალავთ, მის მზერას არაფერი გამოეპარება. 


მე-7 ადგილი - ვერძი
საინტერესო სახეობის ცოლია. მთელი ცხოვრება ეცდება ქმრის გადაკეთებას. თანაც, მისთვის სასარგებლოდ. 


მე-6 ადგილი - სასწორი
იდეალური მზარეული, ლამაზი და საუცხოო საყვარელი. ეს იმ დღეებში, როცა კეთილი და ნაზია, სხვა დროს - ისტერიკა და სკანდალები გარანტირებული გაქვთ. 


მე-5 ადგილი - ქალწული
საუკეთესო მეგობარია. წყვილში ლიდერი ის უნდა იყოს, ყველა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. თუ დაქორწინება შესთავაზეთ და გითხრათ: მოვიფიქრებ, გაიქეცით. 


მე-4 ადგილი - კურო
ვერ მოისვენებს, სანამ წარმატებულ მამაკაცად არ გადაგაქცევთ. 


მე-3 ადგილი - თხის რქა
იდეალურ ქალს იდეალური მამაკაცი სჭირდება. ის ჭკუით მოქმედებს და არა გულით. თუ კარგად მოიქცევით, გაგაბედნიერებთ. 


მე-2 ადგილი - მერწყული
მუდამ ხალისიანი, და მოსიყვარულეა - ყველა მამაკაცის ოცნება, მთავარია, ცოლობაზე დაითანხმოთ.


1 ადგილი - კირჩხიბი
ლამაზი, ჭკვიანი, იდეალური დიასახლისია. ოჯახი მისთვის უმთავრესია. დაიცავით საოჯახო ღირსება, თორემ, დამსახურებულად დაისჯებით. 

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge