Powered by Jasper Roberts - Blog

14:35 18.03.2017
,,წაიღეთ ტვინი რაა,...რას ყელყელაობთ და რას ჰგავხართ თუ იცით???..." - დარეჯან ლიპარტელიანი

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხმაურიან განცხადებას აკეთებს:

 

 

,,რა საცოდავია ეს "ჭკუის კოლოფი".... განა იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" გაიძვერებს უწოდებს, არამედ, იმიტომ, რომ მას, ამის თქმა ძალიან დააგვიანდა ... რასაც ახლა ამბობს, მანამდე უნდა ეთქვა... სანამ სამსახურიდან დაითხოვდნენ... არადა, ყველას გვახსოვს, ტელეეკრანებიდან რა თავგამოდებით აპიარებდა "ქართულ ოცნებას" ეს "ანალიტიკოსი" ყმაწვილი... იმიტომ დუმდა, რომ კარგად უხდიდნენ?)) ახლა რა შეიცვალა? ახლა რატომ გაახსენდა იმ პოლიტიკური ძალის ლანძღვა-გინება, ვინც რეალურად "შექმნა" ეს ადამიანი? მანამდე ვინმე იცნობდა, ამ მართლაცდა გაიძვერას?... სირცხვილია უბრალოდ, ასეთი მედროვეობა და უმადურობა, სირცხვილია... აი, ეს მინდოდა მეთქვა))..
თორემ, "ქართული ოცნების" არც დამცველი ვარ და არც ამ ყმაწვილის მტერი, უბრალოდ მას ალბათ არც დაესიზმრება, ის კრიტიკული შენიშვნები, რაც მე "ქართთულ ოცნებაზე" დამიწერია და დავწერ კიდეც მომავალში... უბრალოდ, ამდენი უცნაურობისა და მამაძაღლობის ატანა, მართლა შეუძლებელია და ყველაფერს აკეთებენ ადამიანები, იმისათვის რომ მათ პირდაპირ მიახალო მწარე სიმართლე..... დავიღალეთ რაა ამდენი სიმახინჯეებით... საოცარია, მაინც სად დაიბადეთ, ამდენი ტვინიკოსი, ამდენი ამბიციური, საკუთარ თავზე შეყვარებული და უმადური ადამიანი???? წაიღეთ ტვინი რაა,...რას ყელყელაობთ და რას ჰგავხართ თუ იცით???..." - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge