Powered by Jasper Roberts - Blog

14:27 18.03.2017
გაუფუჭდა თუ არა ურთიერთობა მილიარდერ კურსელთან და რა შემთხვევაში მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ექს-დეპუტატი მეჭიაური?

ქართულ პოლიტიკაშიმესამე ძალისშექმნაზე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია საუბრობს. ზოგი გაერთიანების მომხრეა, ზოგი კი მარტო აპირებს ბრძოლას. საინტერესოა, რატომ არ აქტიურობს პარტიაერთიანი საქართველოსთვის'', რომლის ლიდერიც ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო და სკანდალური განცხადებებით გამოირჩეოდა? არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის კურსელი პრორუსი პოლიტიკოსი, აქვს თუ არა ექსპრემიერთან ურთიერთობა და რატომ გამოეყო მმართველ გუნდს არჩევნებამდე? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ვერსიათამაზ მეჭიაურს ესაუბრა.აქტიურობით ნამდვილად არ გამოვირჩევით. ჩემი თვითმიზანი პოლიტიკაში დარჩენა არ ყოფილა, არჩევნების შემდეგ გაცლას ვაპირებდი, თუმცა მიმდინარე მოვლენები მაფიქრებინებს, პოლიტიკიდან წასვლა ნაადრევია“, - ამბობს ყოფილი დეპუტატი.


- კულუარებში ამბობენ, რომ რკინიგზის დეპარტამენტში მაღალ თანამდებობაზე ინიშნებით, მართალია?


- არ მაქვს ასეთი ინფორმაცია.

 

ქვეყნისთვის სასიკეთო ნიშას დავიკავებ. სამწუხაროდ, გამართლდა, რასაც არჩევნებამდე ვამბობდი, რომ ვაშინგტონის მაშინდელი ხელისუფლება ელჩის მეშვეობით შეეცდებოდა მის მიერ მართული ორპოლუსიანი პარლამენტის შექმნას. ამას ფაქტობრივად მიაღწიეს, თუ არ ჩავთვლი პატრიოტთა ალიანსის მცირერიცხოვან წარმომადგენლობას. საბედნიეროდ, აშშ-ში ფსევდოლიბერალები დამარცხდნენ. შეიძლება ტრამპმა საქართველოსთვის დიდხანს ვერ მოიცალოს და ფსევდოლიბერალურმა ძალებმა, იან კელის დახმარებით, ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას შეუწყონ ხელი. ევროპაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებებია. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირზე უარი თქვა. არ გამოვრიცხავ, საფრანგეთის პრეზიდენტი ლეპენი გახდეს და საერთოდ, ევროპამ გადახედოს იმ ფსევდოლიბერალურ ფასეულობებს, რომლებიც მათაც უქმნის პრობლემებს და ჩვენნაირ ქვეყნებსაც. ამ მოცემულობაში ზუსტად ვიცი, რა პოზიცია არ უნდა დავიკავო - ფსევდოლიბერალური. სწორედ ამ ძალების გამო გაიზარდა ანტიამერიკული განწყობა საქართველოში, რაც ტრამპის მოსვლამ ერთგვარად შეაფერხა.


ჩემი აზრით, საქართველოში უნდა შეიქმნას ეროვნულ ინტერესზე ორიენტირებული მესამე ცენტრი, რომელიც არ იქნება გარედან მართული, მათ შორის არც ჩრდილოეთიდან. რა თქმა უნდა, ეს რთულია, რადგან ფინანსური და მედიამხარდაჭერა არ ექნება; მით უფრო, რომ ფსევდოლიბერალური ძალების ზეგავლენითა და აშშ- ელჩის ძალისხმევით პარლამენტსმიღმა დავრჩით თითქმის ყველა, ვინც ნატო-ში შესვლის უპერსპექტივობასა და ეროვნული ფასეულობების დაცვაზე ღიად ვსაუბრობდით.


 

არ ვიზიარებდი ჩემი გუნდის ოპტიმიზმს, რომ ჩვენი ისტორიული არჩევანი იყო ნატო-ში შესვლა და ამას მივაღწევდით; ამასთან, ჩემი და რესპუბლიკელების დაპირისპირების დროს ხელისუფლებამ მათი პოზიცია დაიკავა. ბოლოს, როცა თინა ხიდაშელის ძალისხმევით საქართველოში მოეწყო ნატო- წვრთნები, გავაპროტესტე, აღვნიშნე, რომ ეს საფრთხისშემცველი იყო და რუსები საპასუხო რეაგირებას მოახდენდნენ, რაც გამართლდა - ის რამდენიმე ტანკი ნატომ უკან გაიყვანა, ხოლო რუსებმა გააძლიერეს სამხედრო ძალები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამ შემთხვევაშიც მე გამემიჯნენ და ხიდაშელის პოზიცია დაიკავა. ეს იყო ბოლო წვეთი, რის შემდეგაც უმრავლესობა დავტოვე.

 

ჩემი თვითმიზანი ამ ხელისუფლების შეცვლა არაა. ვისურვებდი, ის გათავისუფლდეს გარეგავლენისგან და ეროვნული პოზიცია დაიკავოს. რაც შეეხება მესამე ძალის შექმნას, მარტო ვერ შევძლებ და არც პრეტენზია მაქვს. ამისთვის საჭიროა, ყველამ გადავდოთ ამბიციები და გავერთიანდეთ იმ ხალხის ირგვლივ, რომლებიც ხედავენ ნატო-ში შესვლის უპერსპექტივობას, არიან ეროვნული ფასეულობების მატარებელნი და რომელთაც ხელისუფლებამ არ მისცა საშუალება, პარლამენტში ადეკვატური ძალა შეეყვანათ.

 

ხშირად მუქარა, რომ იქ გავერთიანდებით, არათუ სარგებლისმომტანია, არამედ დამატებით მოტივაციას აძლევს რუსეთს, უფრო აგრესიული გახდეს და ჩვენ ტერიტორიაზე სამხედრო ძალები გააძლიეროს.

 

უნდა შექმნას ყველა პირობა, რომ ყველა გემოვნების ამომრჩეველს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება. ბოლო არჩევნებზე აიძულეს ამომრჩეველი, ხელისუფლებაში დიდი დოზით მოეყვანა ფსევდოლიბერალური ძალები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მისცემს საშუალებას ხელისუფლებას, გამოასწოროს შეგნებულად თუ შეუგნებლად დაშვებული შეცდომები. თუ დავრწმუნდები, რომ ის დაინტერესებულია სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნით, რაც უზრუნველყოფს ხალხის ნების სრულფასოვნად გამოხატვას, ჩვენი პარტია მონაწილეობას მიიღებს ამ არჩევნებში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge