Powered by Jasper Roberts - Blog

14:29 18.03.2017
რატომ უნდა ვსვათ დიალაობით თბილი წყალი

ძველად ითვლებოდა, რომ წყლის ტემპერატურა სხეულისას უნდა შეეფარდებოდეს. თუკი მიღებული წყლის ტემპერატურა სხეულისაზე მაღალი ან დაბალია, ორგანიზმში შესაძლოა, დაირღვეს ენერგიის ბალანსი.


ყოველ დილით უზმოზე თბილი წყლის დალევა საუკეთესო პროცედურაა ორგანიზმისთვის. რამდენსაც შეძლებთ, რამდენიმე ყლუპიდან 2 ჭიქამდე. ამ მეთოდით ეფექტურად გაიწმენდთ ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან. და ეს არა არის ერთადერთი სარგებლობა დილით თბილი წყლის დალევისგან!


თბილი წყალი დამამშვიდებლად მოქმედებს თავისა და მენსტრუალური ტკივილის დროს. ნუ იჩქარებთ მაშინვე ტკივილგამაყუჩებლის მიღებას. დალიეთ უბრალოდ თბილი წყალი!
ის აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას. განსაკუთრებით სასარგებლოა თბილი წყლის დალევა ვარჯიშის წინ.


თბილი წყლის რეგულარულად მიღების შემთხვევაში დაივიწყებთ კანზე გამონაყარს და აშკარად გაგიუმჯობესდებათ კანისა და თმის მდგომარეობა.


უკვე ვთქვით, რომ თბილ წყალს გამოაქვს ორგანიზმიდან ყველაფერი მავნებელი. ის აჩქარებს ნივთიერებათ ცვლას, შესაბამისად კი, ხელს უწყობს წონაში კლებას. ხოლო, თუკი თბილ წყალში ცოტაოდენ ლიმონის წვენსაც ჩაუმატებთ, მაშინ გემრიელად ორგანიზმის გაჯანსაღება გარანტირებული გექნებათ!


თბილი წყლის მიღება ყოველ დილით შეგინარჩუნებთ ახალგაზრდობას. საქმე ისაა, რომ წყალი ასუფთავებს თირკმელსა და ღვიძლს, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ორგანიზმს ამარაგებს ჟანგბადითა და სხვა საჭირო ნივთიერებებით. მაშ, რატომ არ უნდა მივიღოთ ასეთი მარტივი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ელექსირი?

დაბოლოს, რეკომენდებულია მიიღოთ თბილი, მაგრამ არა ადუღებული წყალი. თქვენ შეგიძლიათ აადუღოთ წყალი, გააგრილოთ, დაუმატოთ მასში ცოტაოდენი ლიმონის წვენი და დალიოთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge