Powered by Jasper Roberts - Blog

14:06 18.03.2017
„მესამე ძალის შექმნაზე აქტიურად ვფიქრობთ“ - მეჭიაური ,,ოცნებიდან" წასვლას ნანობს?

რაზე ელაპარაკა ბოლო შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილს, ნანობს თუ არა ოცნებიდან წამოსვლას, რატომ დაიწყო მესამე ძალის შექმნაზე ფიქრი? - ა თემებზე ახალ თაობას ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაური ესაუბრება.


- მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ თქვენ პოლიტიკაში აპირებთ დაბრუნებას. მართალია ეს ამბავი?

 


 ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ პოლიტიკაში ვბრუნდები. ახლა პროცესებს ვაკვირდები და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ. იმაში ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ქვეყანაში მესამე ძალის შექმნა აუცილებელია. საქართველოში აუცილებლად უნდა იყოს ისეთი პარტია, რომელიც გარე გავლენებისგან თავისუფალი იქნება.

 

 რა თქმა უნდა. ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს მესამე ძალა, რომელიც არავისზე არ იქნება დამოკიდებული და მისთვის მთავარი ქართული ინტერესი იქნება. დღევანდელ პარლამენტში ძირითადად .. პროდასავლური ძალები არიან თავმოყრილი. მათი მთავარი დატვირთვა ლიბერალური მიმართულებაა. ერთადერთ გამონაკლისს პატრიოტთა ალიანსი წარმოადგენს, რომელიც პარლამენტში მცირე დოზით არის წარმოდგენილი. აქვე არის ხელოვნურად შექმნილი მესამე ძალაც, რომელიც ნაციონალური მოძრაობის გაყოფის შედეგად წარმოიქმნა.


ევროპული საქართველო ვერასოდეს გახდება მესამე ძალა. გარდა იმისა, რომ ეს პარტია ხელოვნურად შეიქმნა, ისიც .. პროდასავლურ ნიშაზეა. მესამე ძალა კი ყველა საგარეო გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს.

 

გარკვეული მონახაზი უკვე არის, რაღაც კონსულტაციებიც გვექნება. ამ შემთხვევაში ნაჩქარევ გადაწყვეტილებას აღარ მივიღებთ, როგორც მაშინ.

 

 საპარლამენტო არჩევნების წინ. მაშინ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მივიღეთ და ახლა ამაზე საუბარი აღარ მინდა. ახლა უფრო დინჯად ვიმოქმედებთ. საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი.

 

პირველ რიგში თავად ბიძინა ივანიშვილისთვის იქნება დაბრუნება უკეთესი. სხვა თუ არაფერი, არაფორმალურ მმართველს მაინც აღარ უწოდებენ და გადაწყვეტილებებს ღიად მიიღებს. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მისი დაბრუნების შემთხვევაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად უშვებენ შეცდომებს, რაც ივანიშვილს ბრალდება. არავინ ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებების უკან ყოფილი პრემიერი არ დგას. სამაგიეროდ, თუ წარმატებას მიაღწიეს, ამას მხოლოდ საკუთარ თავზე მიიწერენ. ამ მხრივ მოქმედი ხელისუფლება ძალიან კომფორტულად არისბევრს მისი დაბრუნება არ უნდა, ისინი ასე უკეთესად გრძნობენ თავს.

 

 

- მესამე ძალის შექმნის იდეა შემთხვევით ამ შეხვედრაზე ხომ არ გაჩნდა?

 

 არა. ეს იდეა ამ შეხვედრასთან კავშირში არ არის. მესამე ძალის შექმნაზე ფიქრი ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვის შემდეგ დავიწყე. ქვეყანას ახალი პოლიტიკური ძალა სჭირდება. ქართული ოცნება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი, მაგრამ ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ ხალხს ისინი ძალიან უყვარს. ჩვენს საზოგადოებას ძალიან ეჯავრება ნაციონალური მოძრაობა და ამიტომ მისცა `ოცნებას~ ხმა. კარგი იქნებოდა, ხალხს სხვა პარტიებიც აერჩია, მაგრამ.... მესამე ძალის შექმნის შემდეგ ნაციონალების სიძულვილით ოცნებას ხმას აღარავინ მისცემს.

 

მე ოცნებისგან არ გავმიჯნულვარ. სანამ მე წამოვიდოდი იქიდან, მანამდე გამემიჯნა ყველა. ჩემ მიმართ პრეტენზიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ღიად დავიწყე იმაზე ლაპარაკი, რასაც ვფიქრობდი. პირველი უთანხმოება ამერიკის ელჩის გაკრიტიკების გამო მოხდა. არც ნატოსთან დაკავშირებით გაკეთებული ჩემი განცხადებები მოეწონათ. გადამწყვეტი როლი მაინც რესპუბლიკელებთან ჩემმა დაპირისპირებამ ითამაშა. თინა ხიდაშელს როცა დავუპირისპირდი, ყველა ლიდერმა მისი მხარე დაიკავა. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი გზები საბოლოოდ გაიყარა და ქართული ოცნება დავტოვე. მე შემეძლო ჩემი პოზიციები ხმამაღლა არ დამეფიქსირებინა, მაგრამ ასე ცხოვრება არ შემიძლია. ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge