Powered by Jasper Roberts - Blog

13:35 18.03.2017
" განმკითხავი ბუნება გვაქვს და ვცდილობთ, რაც შეიძლება დაკნინებული გამოვიყვანოთ სხვა"-ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:


"ერთი ცუდი ზნე რაც გვჭირს, ადამიანის მხარდამჭერები არ ვართ, განმკითხავი ბუნება გვაქვს და ვცდილობთ, რაც შეიძლება დაკნინებული გამოვიყვანოთ სხვა, თითქოს ამით ვკვებავთ ჩვენს არასრულფასოვნების კომპლექსს და ფსევდო ავტორეაბილიტაციას გავდივართ სხვისი დაცინვით. კი არ ვეხმარებით და ვასწავლით, - დავცინით. მეორე ცუდი რაც გვჭირს, ის კი არაა, რომ ვიღაცას რაღაც არ წაუკითხავს, - მსოფლიოს არცერთ უგანათლებულეს ადამიანსაც კი არ შეიძლება აბსოლუტურად ყველა წიგნი ჰქონდეს წაკითხული და აბსოლუტურად ყველა თემაზე ფლობდეს ინფორმაციას. ცუდი ის გვჭირს, რომ "ვინაა?" " არ ვიცი"-ს თქმა არ შეგვიძლია არასდროს და არაფერზე. არ არის სირცხვილი, როცა რამე არ იცი. არცერთმა ჩვენგანმა არ იცის ყველაფერი, ყველამ იცის რაღაც და დარწმუნებული ვარ, ბევრი რაღაც, რაც იცით, თქვენ სხვაზე უკეთ იცით. რაც არ იცით, თამამად თქვით, - არ ვიცი. ეს მოაწესრიგებს თქვენს იმ მდიდარ ნაწილსაც, რაშიც დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად იცით. ნუ გეშინიათ დაცინვის, ნუ გეშინიათ ერთმანეთის. და საერთოდაც, ნუ გეშინიათ"-წერს ფანჯიკიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge