Powered by Jasper Roberts - Blog

13:22 18.03.2017
"თეა წულუკიანი ამახინჯებს რეალურ სურათს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას"-უჩა ნანუაშვილი

„ვანო მერაბიშვილის საქმეზე, არავითარი ჩვენება არ მიმიცია. სამწუხაროდ, იუსტიციის მინისტრი უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს და ეს პირველი შემთხვევა არ არის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიების დაწყებას 2013 წლიდან ითხოვდა. პირადად შევხვდი მას საკანში და ეს ანგარიშშიც მაქვს ასახული რამდენჯერმე. შეიძლება ითქვას, რომ გარდა ადვოკატებისა, მასთან შეხვედრა მხოლოდ მე მომიწია, როგორც სახალხო დამცველს,“- აცხადებს გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში უჩა ნანუაშვილი.

 

მისი თქმით,  ომბუდსმენი არის ერთადერთი ნეიტრალური ორგანო, რომელსაც შესაძლოა გარკვეული ინფორმაცია გააჩნდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა. ეს არის რეალურად მოვალეობა ობიექტური და ნეიტრალური ორგანოსი, რომ ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ყველანაირად ხელი შეუწყოს საქმის გარკვევას.

 

 

ქალბატონი თეა ამახინჯებს რეალურ სურათს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. იმიტომ, რომ შეცდომები თავად აქვს დაშვებული, რის გამოც პროცესი არასწორად წარიმართა. რომ დაწყებულიყო გამოძიება 2013 წელს, საქართველო არ წააგებდა საქმეს და დღეს არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მათ შორის არც დიდ პალატაში გასაჩივრდებოდა. ხაზს ვუსვამ - ნებისმიერი პატიმარი, ვინც უნდა იყოს, როცა აცხადებს, რომ ღამის საათებში იყო გაყვანილი საკუთარი საკნიდან, რა თქმა უნდა, ეს გამოძიებული უნდა იყოს,“- აცხადებს ნანუაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge