Powered by Jasper Roberts - Blog

12:56 18.03.2017
"ესეც ბათუმის ამბების მონაწილეები!-ნინო ჯღარკავა

 

 

ნინო ჯღარკავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმასა და პოლიციელების  ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე შვიდ პირს წარედგინა სასჯელი:


"ესეც ბათუმის ამბების მონაწილეები!დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით და 3531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით"-წერს ჯღარკავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge