Powered by Jasper Roberts - Blog

12:10 18.03.2017
რატომ არ იყო გალარების პროგრამა მოსახლეობისთვის ხელსაყრელი?

საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე გაზეთ "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ გალარების პროგრამაში მონაწილეობა მსესხებლებისთვის მანიპულაციის შესაძლებლობასაც იძლეოდა, რაშიც მთავრობა შეცდა.


მოსახლეობისთვის ხელსაყრელი არ იყო და პროექტს ამიტომ განუდგა ხალხი. სინამდვილეშიც იგი ბევრს არაფერს სთავაზობდა მსესხებლებს, არ იყო კარგად გააზრებული. პრობლემა იყო ბანკებისთვისაც და მანიპულაციის მნიშვნელოვან შესაძლებლობასაც იძლეოდა ისე, რომ ადამიანებს ბიუჯეტის ხარჯზე შეეძლოთ ფული გაეკეთებინათ - ჯერ ლარში გადაეტანათ სესხები, შემდეგ გაედოლარებინათ და .. ამის შეუზღუდავი შესაძლებლობა არსებობდა. ბუნდოვნად იყო გაკეთებული. არ მიკვირს, რომ ბევრმა არ ისარგებლა სესხების ლარში გადატანით", - აცხადებს გოჩა თუთბერიძე.


მისი თქმით, შეიძლებოდა გაცილებით უკეთესი სქემების გამოყენება, რომელთა საშუალებითაც პროგრამა უფრო ქმედითი იქნებოდა.


 

გამოხმაურება რომ მოჰყოლოდა, გალარების პროგრამით საბანკო სექტორის კარგ სარგებელს მიიღებდა. სავალუტო ფონდმა და საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციებმა იმიტომ დაუჭირეს მხარი, რომ ეს იყო მხარდაჭერა ბანკებისადმი. სწორედ ეს აწყობდათ - რამდენადაც მხარს დაუჭერენ ბანკებს, მით უკეთესია მაკროკონომიკური სტაბილურობისთვის. წარუმატებლობას ადრევე მიხვდნენ მთავრობაშიც. მათივე უხალისო კომენტარებში აშკარად ჩანდა, რომ ნანობდნენ კიდეც, მაგრამ უკანაც არ დაიხიეს, - აცხადებს გოჩა თუთბერიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge