Powered by Jasper Roberts - Blog

12:07 18.03.2017
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო დღე გელით. დილიდან მოემზადეთ საქმეების განსახორციელებლად. თანმიმდევრულად შეასრულეთ გონებრივი და ფიზიკური საქმიანობები. საღამოს მეგობრებს ესტუმრეთ. 

კურო
დილიდანვე უნდა შეუდგეთ საქმეების შესრულებას. მოიცილეთ სიზარმაცე. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამოს წვეულებას არ გამოაკლდეთ. 

ტყუპი
დღეს განმარტოებით დატკბებით. ადვილად შეძლებთ აზრების, ნივთების, საქმეების დალაგებას. საღამოს მხიარულებას ოჯახის წევრები შეგიქმნიან. 

კირჩხიბი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. ვალდებულებები ნათესავებსაც გაუნაწილეთ. საყიდლებზე წასულმა სია ჩამოწერეთ, რათა ზედმეტი თანხა არ დახარჯოთ გაუთვალისწინებელ ნივთებში. 

ლომი
დღეს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებსა და ნათესავებს. საუბარში შეიძლება ბევრი დრო დაგეკარგოთ და საქმეები დაგრჩეთ შესასრულებელი. 

ქალწული
დილიდან მოემზადეთ თავგადასავლებისთვის, სასიყვარულოსთვისაც კი; მაგრამ საღამოს შინაურულ წვეულებას არ გამოაკლდეთ. 

სასწორი
საყიდლების დღეა, მიაშურეთ მაღაზიასა და ბაზარს. დღის მეორე ნახევარში ბევრი საინტერესო მომენტი გელით. საღამოს - რომანტიკული ვახშამი. 

მორიელი
კარგი დღეა მცირე სარემონტო სამუშაობის შესასრულებად; ავეჯის, სამოსის შესაკეთებლად. მეგობრებს სურთ, კეთილი და ბედნიერი გიხილონ. 

მშვილდოსანი
არ გაგიჭერდებათ გარშემო მყოფებისთვის საკუთარი აზრების მოხვევა. თუმცა, გარშემო მყოფების მოსაზრებებიც გაითვალისწინეთ. საღამო რომანტიკას დაუთმეთ. 

თხის რქა 

გადაადგილების დღე გელით. პირადი საკითხების მოსაგვარებლად ნუ მოგერიდებათ ინიციატივის გამოვლენა. საღამოს ნათესავებთან ერთად იმხიარულეთ. 

მერწყული
მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად, განსაკუთრებით ბავშვებთან. გაასეირნეთ ისინი სუფთა ჰაერზე, ითამაშეთ მათთან ერთად. საღამო რომანტიკისთვის მოიტოვეთ. 

თევზები
დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბავშვობაში დაბრუნდით. ბედნიერებას წვრილმანებშიც კი აღმოაჩენთ. თქვენი პოზიტიური განწყობა ოჯახის წევრებსაც გადაედებათ.

ავტორ(ებ)ი : astrologi.ambebi.ge