Powered by Jasper Roberts - Blog

12:02 18.03.2017
""სი**ბი არიან შსს–ს და სუს–ის ხელმძღვანელები, მინისტრებიდან დაწყებული შესაბამისი დეპარტამენტების უფროსებით დამთავრებული და ვერ იჭერენ ნარკობარიგებს"-ლევან ჯავახიშვილი

ანალიტიკოსი ლევან ჯავახიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

 

"ელისო კილაძემ თქვა, ლევან იზორია "კრიშავს" ნარკობარიგებსო და ატყდა აქ ერთი ამბავი, ეს როგორ გაბედაო. იზორიას იმდენი არ იცავს, რამდენიც ამ ხელისუფლებას, ეგ როგორ აკადრა ამათო.
კარგი, იზორიასკენ არც მე ვიშვერ ხელს, მაგრამ ერთი რამ მაინტრესებს.ამერიკის სახდეპარტამენტმა, 2010 წლის ივლისში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ეწერა, რომ საქართველოში 320 000 ნარკომანია და ერთ წელიწადში ჩვენთან 2.4 ტონა მარტო ჰეროინს მოიხმარდენენ. მაშინ ატყდა დიდი ამბავი, ვანო მერაბიშვილი "კრიშავს" ჰეროინის ბიზნეს, ჰეროინის რეალიზაციის ამოღების არც ერთი მსხვილი საქმე არ გახსნილა, ეს ამდენი ნარკომანი ჰაერიდან ხომ არ შოულობს წამალო?. ჰოდა, დასკნაც დაიდო: შსს–ს და კუდ–ს თავიანთი ბარიგები ჰყავთ.ისინი ყიდიან და იმიტომ არ იჭერენო. ჰოოო, ამ ციფრებს–320 000 ნარკომანსა და 2.4 ტონა ჰეროინს, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები ეთანხმებოდნენ, აბა, ამერიკის სახდეპარტამენტი ტყულს ხომ არ ეტყოდაო? ისინიც ეთანხმებოდნენ, დღეს ხელისუფლებაში რომ არიან.
ამ ხელისუფლების პირობებში ნარკომანთა რაოდენობა არ შემცირებულა, ისევ 320 000 დარჩა, ჯანდაბას, 300 000 ვთქვათ.წლიურად ჰეროინის მოხმარების რაოდენობაც არ შემცირებულა–2.4 ტონა დარჩა, მაგრამ ესეც 2 ტონამდე დავიყვანოთ. გამოდის, რომ რაც "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, მინიმუმ 9 ტონა ნარკოტიკი გაიყიდა ჩვენთან და წელს, შემოდგომით, 10 ტონა იქნება ( 2014 წელს, ჭიკაიძის დროს ამოღებული 2.7 ტონა თხევადი ჰეროინი არაფერს ცვლის, იმას ტრანზიტით უნდა გაევლო ჩვენთან, ევროპაში მიდიოდა, აქ არაფერი რჩებოდა). ახლა მაინტერესებს, ამდენი ნარკოტიკი გაიყიდა, 100 კილოსაც ვერ იღებენ ჩვენში საშუალოდ წელიწადში ჩვენ სამართალდამცავები და რა ხდება? ამ კითხვას მხოლოდ 2 სავარაუდო პასუხი აქვს და "ქართული ოცნების" "გამპრავებლებმა" ერთი უნდა აირჩიონ. 1.შსს და სუს–ი ერთად "კრიშავენ" ჰეროინის ბიზნესს.2. სირები არიან შსს–ს და სუს–ის ხელმძღვანელები, მინისტრებიდან დაწყებული შესაბამისი დეპარტამენტების უფროსებით დამთავრებული და ვერ იჭერენ ნარკობარიგებს. 
ვისაც არ ექნება პასუხი, ისინი ვიცი, ახლა ამასაც "ნაცებს:" დააბრალებენ " , - წერს ჯავახიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge