Powered by Jasper Roberts - Blog

21:50 17.03.2017
გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯიოღლიზე ინტერპოლის მიერ ძებნა გამოცხადდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯიოღლიზე ინტერპოლის მიერ ძებნა გამოცხადდა. შსს-ს ინფორმაციით, რაშიდ კანჯიოღლიზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. როგორც გამოძიების მიერ დადგინდა, ოთხოზორია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა. მას განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის შემდეგაც საქალაქო სასამართლომ ასევე დაუსწრებლად 12 წლით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუმძიმა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

რაშიდ კანჯიოღლის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს ქართული მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გალის შეხვედრებზე მუდმივად აყენებს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge