Powered by Jasper Roberts - Blog

21:02 17.03.2017
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შვილს, თორნიკე კოპალეიშვილს საპროცესო შეთანხმება უფორმდება

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შვილს, თორნიკე კოპალეიშვილს საპროცესო შეთანხმება უფორმდება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. პროკურატურაში იმ მიზეზებსაც განმარტავენ, რის გამო გადაწყდა თორნიკე კოპალეიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება.”ვინაიდან ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არის ნასამართლობის არმქონე, ასევე არის 18 წლის და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ პირობით მსჯავრზე. შესაბამისი შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა”, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში. 

რაც შეეხება ”ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილს, როგორც პროკურატურაში განმარტავენ, დავით ხარშილაძეს ბრალი მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება და ასევე წარსულში ნასამართლევია, რის გამოც პროკურატურა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილებას მის მიმართ ვერ მიიღებს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge