Powered by Jasper Roberts - Blog

20:45 17.03.2017
ახალმა ზელანდიამ თბილისში თამაშის სურვილი გამოთქვა

მსოფლიო რაგბის ახალი შეთანხმების თანახმად, ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებმა, შესაძლოა საქართველოსთან და მისი დონის გუნდებთან უფრო ხშირად ითამაშოს. ახალი სარაგბო კალენდარი ძირეულ ცვლილებებს ითვალისწინებს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. 2020 წლის საშემოდგომო ტესტებზე პირველი დონის ნაკრებები მზად არიან ეთამაშონ მეორე დონის ნაკრებებს გასვლაზე, მათ შორის ექვსი ერის ნაკრებებიც.ახალი კალენდრის შედეგად შედგება უფრო მეტი დაპირისპირება პირველი და მეორე დონის სარაგბო ნაკრებებს შორის, რომლებიც ივლისსა და ნოემბერში გაიმართება. SANZAAR-ის ქვეყნები(ახალი ზელანდია, ავსტრალია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა) თანახმა არიან მეორე დონის ნაკრებების წინააღმდეგ თამაშს უმასპინძლონ ივლისის თვეში.

ახალი ზელანდიის რაგბის ხელმძღვანელის, სტივ ტევის განცხადებით, შესაძლოა დაუშვან შესაძლებლობა, რომ ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებმა ითამაშოს, მაგალითად, თბილისში.პირველი დონის ნაკრებების მიმართ უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს უკმაყოფილება, რომ მეორე დონის ნაკრებებს არ ეთამაშებიან. თუმცა ბოლოდროინდელი შედეგების გათვალისწინებით, მაგალითად გერმანიის მიერ რუმინეთის დამარცხება, ასევე საქართველო-რუსეთის მატჩზე 52000 ადამიანის დასწრებამაც, ალბათ, სერიოზულად დააფიქრა რაგბის მესვეურები, რომ საჭიროა უფრო მეტი დროის დათმობა პირველი დონის ნაკრებების მხრიდან მეორე დონის ნაკრებებისადმი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიო რეიტინგში XII ადგილს იკავებს და სამი საფეხურით წინაა ექვს ერში მოთამაშე იტალიასთან შედარებით.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge