Powered by Jasper Roberts - Blog

17:02 17.03.2017
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის

17 მარტის 17:00 საათის მონაცემებით ლარი აშშ დოლართან დაკავშირებით გამყარდა. 


ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.4817 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.5039 ლარს შეადგენდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0222 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.6720 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.6844 ლარს შეადგენდა.

2.5039 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.53 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი გამყარდა, დოლარის ფასი დაიწევს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge