Powered by Jasper Roberts - Blog

16:53 17.03.2017
უმი თუ მოხარშული - როგორი ბოსტნეულია უფრო სასარგებლო

მიჩნეულია, რომ უმი ბოსტნეული ყველაზე სასარგებლო საკვებია, მაგრამ მთლად ასეც არ არის. როგორც აღმოჩნდა, ზოგი ბოსტნეული თერმული დამუშავების შემდეგ უფრო სასარგებლოა, ზოგი კი პირიქით, თერმული დამუშავებისას კარგავს დადებით თვისებებს.



სტაფილო
სტაფილო ცნობილია ბეტაკაროტინის მაღალი შემცველობით. თერმული დამუშავებისას ბეტაკაროტინის დადებითი მოქმედება ძლიერდება და მას ორგანიზმიც უკეთ შეითვისებს.



თუ A ვიტამინის უკმარისობას განიცდით, თამამად მიირთვით მოშუშული ან ორთქლზე მომზადებული სტაფილო. მისი დახმარებით გაიუმჯობესებთ თვალების, ძვლების, კბილების ჯანმრთელობას, თქვენი კანიც უფრო სუფთა და ელასტიკური გახდება.



სოკო
სოკოს შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად არაფრის თქმა არ შეიძლება. საქმე ის არის, რომ თერმული დამუშავებისას სოკო კარგავს D ვიტამინის მნიშვნელოვან რაოდენობას, სამაგიეროდ, ამ დროს ძლიერდება C ვიტამინის ანტიოქსიდანტური თვისებები.

 


ისპანახი
ერთი ფინჯანი მოხარშული ისპანახი გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ერთი ფინჯანი უმი ისპანახი. მეორე მხრივ, თერმული დამუშავებისას იშლება ისპანახში შემავალი ფოლიუმის მჟავა. ისევე, როგორც სოკოს შემთხვევაში, ისპანახი შეგიძლიათ საჭიროების მიხედვით მოამზადოთ.



სატაცური
კულინარიული მომზადებისას სატაცურის ბოჭკოვანი თვისებები ძლიერდება. თერმული დამუშავებისას ბოჭკოები იშლება და ორგანიზმი მათ უფრო ადვილად ითვისებს. იზრდება ანტიოქსიდანტური აქტივობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების დონე, მათ შორის ბეტაკაროტინის, ლიუტენისა და ფენოლების.



წითელი წიწაკა
წითელი წიწაკა კაროტინოიდების წყაროა. სტაფილოს მსგავსად, თერმული დამუშავება მხოლოდ აუმჯობესებს სასარგებლო ნივთიერებების ათვისების პროცესს.


ამ შემთხვევაში მოხარშვის ნაცვლად კარგი იქნება, თუ წიწაკას ჩაშუშავთ ან შეწვავთ.



პომიდორი
ლიკოპენი, რომელსაც პომიდორი შეიცავს, მნიშვნელოვანი კომპონენტია ნეიროდეგენერაციული დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებისა და კიბოს თერაპიული მკურნალობისას. როგორც აღმოჩნდა, თერმული დამუშავებისას ლიკოპენის მოქმედებაც აქტიურდება.



ბროკოლი
სასარგებლო თვისებების გასაძლიერებლად კარგი იქნება, თუ ბროკოლს ორთქლზე მოამზადებთ. მოხარშვისას ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენა მცირდება. 

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge