Powered by Jasper Roberts - Blog

15:40 17.03.2017
"მთავრობა იხტიბარს არ იტეხს და თავისი მორიგი წარუმატებლობა წარმატებად უნდა გაასაღოს"-რომან გოცირიძე

საქართველოს პირველი ვიცე- პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გალარების პროგრამის შედეგად 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა. 



დიმიტრი ქუმსიშვილმა გალარების პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა. 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის ამ განცხადებას რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:

 

"გალარების პროცესი, როგორც მოსალოდნელი იყო, კრახით დამთვრდა. მას უნდობლობა გამოუცხადა ხალხმა. 30 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 4 500-მა ისარგებლა ამ აქციით.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა კლიენტებს/ბანკებს 65 მილიონ ლარს ჩუქნიდა, ხოლო ეროვნული ბანკი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის მიყიდვას საბირჟო ვაჭრობის გარეშე, პირდაპირ ეროვნული ბანკის რეზერვებიდან და უფრო მეტიც, სესხებსაც კი აძლევდა ლარებში კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის შესაძენად, ყველაფერი უშედეგოდ დამთავრდა.
დედოლარიზაციის მოუმზადებელმა კამპანიამ თავისი როლი ითამაშა პანიკის შექმნაში და ლარის გაუფასურების საქმეში.
მთავრობა იხტიბარს არ იტეხს და თავისი მორიგი წარუმატებლობა წარმატებად უნდა გაასაღოს. 
უკვე არავის სჯერა!"-აღნიშნავს გოცირიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge