Powered by Jasper Roberts - Blog

15:15 17.03.2017
"წინა წლის ბოლო კვარტალში მცირე საწარმოებში, დაახლოებით, 32 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა" - ლევან ალაფიშვილი

გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა მასალა, რომელიც ბოლო დროს საქართველოში რამდენიმე საწარმო დაიხურვასა და მის  მიზეზებს ეხებოდა.

 

მასალაში ნათქვამია, რომ  ისინი კონკურენციას ვერ უძლებენ. მათი ხელმძღვანელები მეწარმრეობის შეჩერების მიზეზებზე საუბრობენ. ზოგიერთი იმედოვნებს, რომ პრობლემა დროებითია და სამომავლოდ ისევ დაუბრუნდება ბაზარს. სპეციალისტთა განმარტებით, საწარმოთა დახურვის მთავარი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არაჯანსაღი გარემოა.

რთული ვითარებიდან გამომდინარე, წარმოება შეაჩერა "ჩარგალის წყაროებმა". როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ლომიძე მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, მიზეზი ფინანსური პრობლემებია.

 

"აგარის შაქარი" კი გაურკვეველი ვადით გაჩერდა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ალხან ალიზადე აცხადებს, კომპანიის მენეჯმენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა და "აგარის შაქრის" პრობლემაც ვერ გადაიჭრა.

 

დახურულ საწარმოთა რიცხვს შეუერთდა შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობის" ქედის ხილის გადამამუშავებელმა საწარმო "ნენა", რომელმაც მუშაობა გახსნიდან მეორე წელს შეაჩერა.

 

ეკონომისტების განმარტებით საწარმოთა დახურვის მიზეზი ხშირ შემთხვევაში, მერყევი ლარის კურსი, ძვირადღირებული ნედლეული და საგადასახადო პრობლემებია. ლევან ალაფიშვილის თქმით, ამ პრობლემას ემატება მთავრობის პოლიტიკა მცირე და საშუალო ბიზნესის შესახებ.

 

"საქსტატის" მონაცემებით, წინა წლის ბოლო კვარტალში მცირე საწარმოებში, დაახლოებით, 32 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა, 2015 წლის წლიურ შედეგთან შედარებით. ეს თავისთავად ნიშნავს არათანმიმდევრულობას მთავრობის პოლიტიკაში.

წინა წელს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოგების გადასახადის რეფორმირების შესახებ. მთელი წელი ჰქონდა ყველაფრის კარგად დასაგეგმად, თუმცა ამის სანაცვლოდ წლის ბოლოს მივიღეთ აქციზის გადასახადის მკვეთრი გაძვირება. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მთავრობა ძალიან არათანმიმდევრულია და როდესაც პრობლემა ჩნდება, მხოლოდ მაშინ ცდილობს რეაგირებას, ძირეულად კი არაფერს ცვლის", - განაცხადა ალაფიშვილმა.

 

 

ეკონომისტი გიორგი პაპავა "რეზონანსთან" მცირე და საშუალო მეწარმეობის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.

 

 

"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდება და მოსახლეობაც ნაკლებად მსყიდველუნარიანი ხდება, უფრო ნაკლებ პროდუქტს მოვიხმართ, რაც გავლენას ახდენს ნებისმიერ წარმოებაზე. ჩვენითვის ცნობილი და უკვე დახურული სამივე საწარმოს შემთხვევაში აღსანიშნავია, ის რომ მათ კონკურენციას ვერ გაუძლეს.

 

იმისათვის, რომ საწარმოებმა განაგრძონ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა, ტექნოლოგიები დანერგონ და ახალ ბაზრებზე გავიდნენ, საჭიროა მეტი უცხოური ინვესტიცია. ჩვენ თუკი თვალს გადავავლებთ ინვესტიციების დინამიკას ბოლო წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ მრეწველობაში, რეალურად ტენდენცია შემცირებულია. ბოლო ოთხი წლის მონაცემებით გადამამუშავებელი მრეწველობა ინვესტიციების თვალსაზრისით ხუთეულშიც არ არის. უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებად ფინანსდება ადგილობრივი მრეწველობა", - განაცხადა პაპავამ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge