Powered by Jasper Roberts - Blog

12:38 17.03.2017
”ამერიკაში და ევროპაში მოსაზრებების გამოთქმით”ებრძვიან ”ასეთ ამბებს” და ამას დიპლომატიას ეძახიან!"-ჯონდი ბაღათურია

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"ალექსანდრე ჯეჯელავას კითხეს ჟურნალისტებმა:


ოკუპირებულ ცხინვალისა და რუსეთის სამხედრო შენაერთების გაერთიანებაზე რას იტყვითო ⁉️


და აი რა უპასუხა, სიტყვა-სიტყვით, სავსებით სერიოზული გამომეტყველებით:


”ეს არის აბსოლუტური უკანონობა, არანაირი შეერთება საქართველოს ტერიტორიაზე არ შეიძლება რომ ხდებოდეს, რაც შეეხება ნაბიჯებს, ეს არი ძირითადად, ჩვენ ცალსახად დიპლომატიური არხებით ვებრძვით ასეთ ამბებს და შესაბამისად ჩვენმა პარტნიორებმა, ამერიკელებმა და ევროპელებმაც უკვე გამოთქვეს თავისი მოსაზრებები ამ საკითხზე და ეს არი ჩვენი ბრძოლის ძირითადი ინსტრუმენტი” ...


უბედურება რაშია იცით⁉️


მართლა ასეთი განცხადებებით, ასეთი ”ამერიკაში და ევროპაში მოსაზრებების გამოთქმით”ებრძვიან ”ასეთ ამბებს” და ამას დიპლომატიას ეძახიან!!!

 

ასეთი დიპლომატია არის ”დაშვებული ზევიდან” საქართველოს მთავრობისთვის და ”დაგრანტული გვერდიდან” ქართველი ”ექსპერტებისთვის” !!!


განსხვავებული აზრის გამოთქმა აშშ-ს ღალატია !!!

 

და ეს სამშობლოს ღალატზე უფრო მძიმე დანაშაულია ”გრანტებზე” გაყიდული პოლიტიკოსისთვის და "ექსპერტისთვის" !!! "-წერს ბაღათურია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge