Powered by Jasper Roberts - Blog

11:44 17.03.2017
"გიულენის შესახებ მცირეოდენი კონკრეტული მტკიცებულებაც არ არსებობს"-Foreign Policy

ამერიკული ჟურნალი Foreign Policy-ი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ლიდერობით დიქტატურისკენ მიმავალი თურქეთის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ანკარაში გიულენის გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ მცირეოდენი კონკრეტული მტკიცებულებაც არ არსებობს.


″ანკარის მერმა მელიჰ გოქჩექმა, ამერიკელი ჟურნალისტები მოატყუა იმის თაობაზე რომ პრეზიდენტ ერდოღანთან ინტერვიუს ჩაწერაში დაეხმარებოდა. თუმცა, გოქჩექმა შეხვედრა თვითონ გამართა და გიულენის მიერ გადატრიალების მცდელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით საკუთარი შეთქმულების თეორიების გარდა მცირეოდენი კონკრეტული მტკიცებულებაც ვერ წარმოგვიდგინა″,- წერს დევიდ კენერი.


თურქეთში მიმდინარე დებატები ასეთია: ერდოღანი, რომის იმპერატორის ავგუსტუსის კოპირებით და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ექსტრაქტით, მთელი ძალაუფლების ხელში ჩაიგდებას შეძლებს?


რეფერენდუმი შედეგები ასევე იმასაც აჩვენებს, რომ ერდოღანის 14 წლიან მმართველობას ქვეყანა როგორ უყურებს. ამასობაში დანარჩენი მსოფლიო ერდოღანთან დაკავშირებით არაოფიციალურ რეფერენდუმებს უკვე ატარებეს.


როგორც კენერი აღნიშნავს, ანკარაში სამი დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, საკონსტიტუციო ცვლილებით სტაბილურობას უზრუნველყოფენ და სამხედრო მეურვეობას თავს დააღწევენ. რეფერენდუმზე ″არა″-ს მომხრე ოპოზიციის ლიდერები კი აცხადებენ რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის და იმასაც აღნიშნავენ, რომ ერდოღანის მართვის სტილი სადდამის მსგავსი დიქტატორების მმართველობას ჰგავს.


რეფერენდუმმა უკვე გამოიწვია დაძაბულობა თურქეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანას შორის. გერმანიასა და ნიდერლანდებთან დაძაბულობა მხოლოდ ერთი მაგალითია. ევროპის ქვეყნები, თურქეთში დემოკრატიის მდგომარეობაზე, სირიაში ანკარის როლზე, თურქეთის მიერ აშშ-სგან ფეთჰულაჰ გიულენის გადმოცემაზე და კიდევ ბევრ სხვა საკითხზე ანკარის პრეტენზიების გაზიარებაზე უარი განაცხადეს.


″მსოფლიოსგან მოწყვეტისა და გაუცხობის მთავარი პასუხისმგებელი თურქეთია. გასულ კვირას მელიჰ გოქჩექის მიერ New York Times-ის, , Washington Post-ის და Wall Street Journal-ის მსგავსი მედია საშუალებების ჟურნალისტებთან შეხვედრა გავიხსენოთ. მოწვევა, ერდოღანის ჩათვლით თურქეთის მაღალი რანგის მოხელეებთან შეხვედრის მიზნით დავთანხმდით. ამით ჩვენ გადატრიალების მცდელობის შესახებ მათი აზრის მოსმენის საშუალება გვექნებოდა, ასევე იმასაც გავიგებდით, თუ აშშ-ისგან რატომ ითხოვდნენ გიულენის გადმოცემას.



მაგრამ სინამდვილეში ასე არ მოხდა და ამერიკელი ჟურნალისტები იძულებული დარჩენ 4 საათიანი შეხვედრა გაემართათ. ჟურნალისტების უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა. მელიჰ გოქჩექმა თავის გამოსვლაში, გიულენის მიერ გადატრიალების მცდელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით მცირეოდენი კონკრეტული მტკიცებულებაც კი ვერ წარმოგვიდგინა და ამის ნაცვლად საკუთარი შეთქმულების თეორიების და მსოფმხედველობის შესახებ ისაუბრა″. - წერს თავის სტატიაში დევიდ კენერი.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge