Powered by Jasper Roberts - Blog

21:54 16.03.2017
ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები და „ქართული მაფიის“ საგმირო საქმეები

ესპანური მედიის ინფორმაციით, მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ესპანელმა სამართალდამცავებმა საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს.ადგილობრივი მედია დაკავებულებს "ქართული მაფიის" წევრებად მოიხსენიებს და წერს, რომ ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ერთდროულად მადრიდში, ხეტაფეში, ლეგანესში და ბარსელონაში ჩატარდა, 600-მდე საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს.ესპანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ ქვეყნის მასშტაბით ბინებისა და კერძო სახლების გატეხვასა და გაძარცვაში. "პოლიციის აგენტებმა განხორციელებული ოპერაციის ფარგლეში უამრავი საიუველირო ნაკეთობა, ელექტრონული მოწყობილობები, 13.000 ევრო და ბინების გატეხვის ინსტრუმენტები ამოიღეს"- წერს ესპანური ABC.

ესპანეთის პოლიციის ცნობით, აღნიშნული ოპერაციისა და განხორციელებული დაკავებების შედეგად 40-მდე საქმე გახსნეს, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოში ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებულიც. ესპანეთის ძალოვანი უწყების მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცის თანახმად, საქმის მასალები ქართულ მხარეს მიეწოდა.

სამართალდამცავების ცნობით, აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ხელსაწყოები, რომლითაც ისინი ბინებს ტეხდნენ.გამოძიება 2016 წლის მარტში დაიწყო, მაშინ როცა ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ შეძლო ჯგუფის რამდენიმე წევრის იდენტიფიცირება. ერთ-ერთი ესპანური საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, ჯგუფის ზოგიერთი წევრი დამნაშავეებს ტრანსპორტითა და ახალი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფდა, დაჯგუფების სხვა წევრები კი საიუვილერო ნაკეთობებს იპარავდნენ.როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ეს კარგად ორგანიზებული საქმე იყო. მათივე ინფორმაციით, მადრიდის მთავარ სამმართველოში გამოიფინება ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, რომლებც 2016-2017 წელს გაძარცვულ ოჯახებსა და საიუვილერო მაღაზიებს დაუბრუნდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ესპანეთის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს 48 მოქალაქე გასულ თვეს, თებერვალში დააკავეს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაცია 16 მარტს გაასაჯაროეს. ინფორმაციას „კვირის პალიტრა“ ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge