Powered by Jasper Roberts - Blog

19:40 16.03.2017
სამართალდამცავებმა ბათუმის მოვლენების გამო კიდევ 6 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ბათუმში რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 6 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ამჯერად საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ საფუძველზეა აღძრული. დაკავება განხორციელდა ორი მუხლით. ესენია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 - ე მუხლი, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლი, რაც ითვალისწინებს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. „გამოძიება გრძელდება. ვაგრძელებთ პირების იდენტიფიცირებას და მტკიცებულებების შეგროვებას“, - განაცხადეს შსს-ში.ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული პირის დაკავება მოხდა, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი ჯარიმის საფუძველზე გათავისუფლდა. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge