Powered by Jasper Roberts - Blog

17:19 16.03.2017
როგორ შევინარჩუნოთ სახსრების ჯანმრთელობა - დაიბრუნეთ აქტიური ცხოვრება

გაზაფხულზე ბევრი ქრონიკული დაავადება იჩენს თავს და მწვავდება. ხშირად მწვავდება სახსრების პრობლემებიც. მედიკამენტებთან ერთად ძალიან დაგეხმარებათ ხალხური რეცეპტი, რომელიც კვებავს სახსრებს, აუმჯობესებს იოგების ელასტიკურობას, აადვილებს მოძრაობას და გემრიელი დასალევიცაა. მიირთვით დილით და საღამოს.



ინგრედიენტები:

250 მილილიტრი წყალი.

50 გრამი შვრიის ფანტელი.

100 მილილიტრი ფორთოხლის წვენი.

1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ნიგოზი.

1 სადილის კოვზი თაფლი.

დარიჩინი გემოვნებით.



მომზადების წესი:

წყლისა და შვრიის ფანტელებისგან მოამზადეთ ფაფა. სანამ ფაფა გაგრილდება, ერთმანეთში აურიეთ ფორთოხლის წვენი და დარიჩინი, თაფლი და ნიგოზი. ნაზავი დაუმატეთ შვრიის ფაფას და ყველაფერი ერთად ბლენდერის მეშვეობით ათქვიფეთ.



მიღებული მასა უხვად შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ სახსრების ეგრეთ წოდებული საპოხი სითხის გამომუშავებას.



ორი კვირის შემდეგ თქვენ აშკარად იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს კოქტეილი თქვენს გარეგნობასაც წაადგება.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge