Powered by Jasper Roberts - Blog

16:56 16.03.2017
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება დღეისათვის

16 მარტის 17:00 საათისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.5039 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.4910 ლარს შეადგენდა.



ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0129 ლარი შეადგინა.



რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში ოთხი პუნქტით გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.6844 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.6454 ლარს შეადგენდა.



2.4910 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.55 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი გაუფასურდა, დოლარის ფასი კიდევ უფრო აიწევს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge