Powered by Jasper Roberts - Blog

16:10 16.03.2017
,,მაშინ უნდა გეპროტესტებინათ, მოსამართლე ''სამართლიანად'' რამ გადაცხოვრდა თქვენი თანამოქალაქის ბინაში და შეიშვენა ფრიად" - ნანა გაგუა

მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი - ნანა გაგუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბათუმელ მოსახლეობას მიმართავს:

 

 

,,ბათუმში ადგილობრივი მოქალაქისთვის ჩამორთმეული და ყოფილ გრანდ-მოსამართლე პაპუაშვილის მიერ 1000 ლარად ''შესყიდული'' ბინა სასამართლომ ამ უკანასკნელს დღეს საკუთრებაში დაუტოვაო!


ბათუმელებო (ზოგნო)! მაშინ უნდა გეპროტესტებინათ, მოსამართლე ''სამართლიანად'' რამ გადაცხოვრდა თქვენი თანამოქალაქის ბინაში და შეიშვენა ფრიად....... თუ არ გქონდათ ქვები, პლიაჟინად ამოგეტანათ კენჭები, ან რა პრობლემაა, ჩვენ შემოგაშველებდით, თბილისელები.


მარა, მაშინ გარეთ ''მიშიზმი'' მძვინვარებდა და რავა ამოიღებდა ვინმე ხმას?!..... აგიყვანდნენ სახრჩობელაზედ!" - წერს ნანა გაგუა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge