Powered by Jasper Roberts - Blog

15:54 16.03.2017
"ეს ვნებს ეკონომიკას, სახელს უტეხს ქვეყანას უცხოელ ინვესტორ და არაინვესტორ საზოგადოებაში"-რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

 

"პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დიდგორის ბრძოლის დღის, 12 აგვისტოს “საქართველოს დიდი გამარჯვების” დღედ გამოცხადებას და უქმედ დაწესებას მხარი დაუჭირა.

უქმე დღეების მიხედვით საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში და ამით კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიციები უქნარათა და მოქეიფეთა შორის. 
ეს ვნებს ეკონომიკას, სახელს უტეხს ქვეყანას უცხოელ ინვესტორ და არაინვესტორ საზოგადოებაში. 
პატრიოტიზმი ვისი უკანასკნელი თავშესაფარია, ამაზე აქ არ დავწერ. ვისაც გაინტერესებთ, დაგუგლეთ"-წერს გოცირიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge