Powered by Jasper Roberts - Blog

15:19 16.03.2017
ქართული რესტორნები NY Times-ის ფურცლებზე

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

 „როდესაც მზარეულმა, მერიკო გუბელაძემ „შავი ლომი“ გახსნა, განაცხადა, რომ თბილისს სურდა ჰქონოდა პატარა, მყუდრო  რესტორანი კარგი კერძებით.

ეს 2011 წელი გახლდათ, როდესაც პრობლემას არა ქართული სამზარეულო, არამედ უინტერესო გარემო და ბანალური მენიუ წარმოადგენდა, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდს გვაგონებდა.“ - ნათქვამია ინგლისურენოვან გამოცემა NY Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

 

„თბილისმა სასადილო სცენა მთლიანად შეცვალა. სტანდარტული ათკერძიანი მენიუების ნაცვლად, პოსტსაბჭოთა რესტორნები „ნამდვილ თავმდაბლურ მაგიას“ გვთავაზობენ.

კულინარია ყველაზე მეტად დედაქალაქის შუაგულში ფასობს. თავისუფლების მოედანზე, საიდაც წმინდა გიორგი გადმოჰყურებს  ქალაქს, 3 ახალი რესტორანი გაიხსნა. წყნარ ქუჩებს თუ ჩავუყვებით,  ნამდვილად გაოცდებით როდესაც „ეზოს“ დაინახავთ. ეს რესტორანი 2 წლის წინ გაიხსნა. 25 დოლარად შეგიძლიათ თამარ მეფესავით მოილხინოთ. კერძებში გამოყენებული ორგანული ინგრედიენტები მფლობელის ფერმიდან გახლავთ.

 

კულინარიული ციებ-ცხელება, აგრეთვე, თბილისის სხვა მხარეს, მდინარე მტკვრის მიმდიბარე ტერიტორიებზეც არის გავრცელებული.

 

კიდევ ერთი ადგილი არის „ბარბარესთან“. რესტორანმა თავისი მენიუ XIX საუკუნეში ბარბარე ჯორჯაძის მიერ გამოცემული კულინარიული წიგნით გაამრავალფეროვნა.  კერძებში კამეჩის რძისაგან დამზადებული თხელი ერბო გამოიყენება. ხოლო, ნადუღი ვეგანურ იერს უქმნის დამწსრეებს." - იუწყება ამერიკული გაზეთი.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : https://www.nytimes.com