Powered by Jasper Roberts - Blog

14:52 16.03.2017
"ელისო კილაძემ ჩემს ძმას ხან ,,მამაშების,,აღებული წილით გამდიდრება დააბრალა და ხან ამოღებული ნარკოტიკით ვაჭრობა"-წერს ჯღარკავა

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


"წუხელ,ჩემმა პოლკოვნიკმა ძმამ,რომელსაც ქალბატონმა ელისო კილაძემ ჩემს გასამწარებლად გაზეთებში და ინტერვიუებში ხან ,,მამაშების,,აღებული წილით გამდიდრება დააბრალა და ხან ამოღებული ნარკოტიკით ვაჭრობა და ხან ათასი უბედურება,,ბოლოს კი საერთოდაც ჩვენ დაგვაბრალა ამ სტატიის გამო შვილის დაჭერა,დამირეკა და მითხრა,არ გაბედო და არაფერი დაწერო,არც შეეპასუხოო,რაც გინდა ის დაგვაბრალოს,დედაა გამწარებულია,შვილი ყავს პატიმარი და ცოდოააო! ასეთი მაგარი ძმა მყავს მეე,რომ იცოდეე და გულით გითანაგრძნობ ახლა იმ მდგომარეობას,როგორც დედა!და დღეიდან რაც არ უნდა წერო ჩემზე,ჩემს ოჯახზე,ხმას აღარ ამოვიღებ,შემინდია ყველაფერი,ღმერთმა მალე ოჯახში გიმყოფოს შვილი!"-წერს ჯღარკავა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge