Powered by Jasper Roberts - Blog

13:52 16.03.2017
როგორ ავირიდოთ ნაბახუსევის უსიამოვნო სიმპტომები?
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა). ღონისძიების წინა დღეს კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინები (განსაკუთრებით B1 ვიტამინი), ასკორბინის მჟავა. სუფრამდე 3-5 საათით ადრე, ნაღვლის გამოყოფის აქტივაციისთვის, სასურველია დალიოთ 50-70 გრამი არაყი. 1 საათით ადრე კი რომელიმე ფერმენტული პრეპარატი. ალკოჰოლის მიღების წინ ზედმეტი არ იქნება კარაქიანი პურის ჭამა.

უზმომზე ნუ დალევთ სპირტიან სასმელს. ნუ გადააჭარბებთ ნორმას (საორიენტაციოდ, 1გრ ეთილის სპირტი 1 კგ წონაზე). დალიეთ ხარისხიანი ალკოჰოლი. გაითვალისწინეთ, რომ მძიმე ნაბახუსევს იწვევს კონიაკი, ვისკი, ბრენდი - ხანგრძლივი დაძველებით მიღებული მაგარი სასმელები. მაგარ სპირტიან სასმელებს ნუ მიიღებთ გაზიან სასმელებთან ერთად. მოერიდეთ ცომეულსა და ტკბილეულს.


მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. ერთმანეთში არ აურიოთ ალკოჰოლური სასმელები. შეეცადეთ მეტი იმოძრაოთ, იცეკვეთ, ხშირად გადით სუფთა ჰაერზე. ჟანგბადი ხელს უწყობს სპირტის სწრაფ დაშლასა და ტოქსინების გამოყოფას.
ავტორ(ებ)ი : http://www.mkurnali.ge