Powered by Jasper Roberts - Blog

19:28 15.03.2017
ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გაზეთ ”ქრონიკა +”-ის მთავარი რეადქტორის, ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა. თავის მხრივ პროკურატურა ხარშილაძის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას შუამდგომლობდა. საბოლოოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები და ელისო კილაძის შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

დავით ხარშილაძე სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებული დანაშულს არ აღიარებს და სამართალდამცველებს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge