Powered by Jasper Roberts - Blog

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი სუნამოს რეკლამაში აშშ-ის პრეზიდენტის შვილს, ივანკა ტრამპს დასცინის. რეკლამა ტელეკომპანია NBC-ის გადაცემა Saturday Night Live-ში აჩვენეს.


​იოჰანსონი დონალდ ტრამპის შვილის როლში გამოდის, რომელიც არარსებული სუნამოს, Complicit-ის რეკლამას ეწევა.
„ყველა მამაკაცმა იცის მისი სახელი, ყველა ქალი მას სახით იცნობს. როდესაც ის ოთახში შედის, ყველა მას უყურებს. ის ივანკაა“, – ისმის ხმა კადრს მიღმა. ​სკარლეტ იოჰანსონი ცნობილია როგორც დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე.


მიმდინარე წლის იანვარში მან მომღერლებთან – მადონასთან და და შერისთან ერთად, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ქალთა საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა.

ავტორ(ებ)ი : plus.kvira.ge