Powered by Jasper Roberts - Blog

15:29 15.03.2017
ემა უოტსონი La La Land-ში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზებზე საუბრობს

ოსკარის ღამეს, დოლბის თეატრის სცენაზე, საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო ემა სტოუნს გადაეცა, თუმცა მის ადგილზე სულ სხვა შეიძლებოდა ყოფილიყო.

 

ჰარი პოტერის ვარსკვლავმა, ბრიტანელმა მსახიობმა ემა უოტსონმა ლა ლა ლენდში მიას როლზე უარი თქვა, ერთ-ერთ ინტერვიუში კი ამაზე ახსნა-განმარტების მიცემაც მოუწია.

 

"ძალიან ბევრი ხელისშემშლელი მიზეზი იყო. მაგალითად ის, რომ ამავე პერიოდში დამამტკიცეს დისნეის ფილმში მზეთუნახავი და ურჩხული, რეპეტიციებს კი ლონდონში გავდიოდით, მაშინ როდესაც დემიენის ფილმის რეპეტიციები აშშ-ში იყო, როგორ წარმოგიდგენიათ, ერთ დღეს ლონდონში, მეორე დღეს ამერიკაში, ეს რიტმი გამანადგურებდა. მით უმეტეს, ამავე პერიოდში ვსწავლობდი ცხენით ჯირითს, კვირაში ოთხჯერ სიმღერის გაკვეთილი მქონდა, სამჯერ ცეკვის და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მსურდა მეორე, თანაც ასეთი როლი, სამწუხაროდ ლა ლა ლენდზე უარის თქმა მომიწია", - ამბობს ემა უოტსონი.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ლა ლა ლენდში სებასტიანის როლი მაილს ტელერს უნდა ეთამაშა, თუმცა საბოლოოდ როლი რაიან გოსლინგმა შეასრულა.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge