Powered by Jasper Roberts - Blog

11:23 15.03.2017
სიმსივნის განკურნება 11 დღეშია შესაძლებელი - მხოლოდ 2 წამალი დაგჭირდებათ

მკერდის ონკოლოგიის ევროპულ კონფერენციაზე ჰოლანდიელი მეცნიერების კვლევის შედეგები წარადგინეს, რომელთა მიერ გამოყენებული წამლების - ჰერცეპტინისა (ტრანსტუზუმაბა) და ლაპატინიბის კომბინაცია სარძევე ჯირკვლების სამკურნალოდ წარმატებული გამოდგა.

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ტიპის სიმსივნეს, ეს წამლები 11 დღეში კურნავენ.

ამ პრეპარატით კლავენ კონკრეტულ ცილებს, რომლებიც სიმსივნური უჯრედების გამრავლებასა და განვითარებაზე მოქმედებს. 


პროცედურაში განსაკუთრებულია ასევე ის ფაქტი, რომ ანთავისუფლებს ქიმიის აუცილებლობისა და ქირურგიული ჩარევისაგან. რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტს არ უხდება ისეთი არასასიამოვნო გვერდითი მოვლენების გადატანა, როგორებიცაა თმის ცვენა, ღებინება და დაღლილობა.

კვლევაში 257-მა მკერდის სიმსივნით დაავადებულმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. მათი ნახევარი კომბინირებულ პრეპარატებს იღებდა, დანარჩენი კი მაკონტროლებელი ჯგუფის სახით გამოდიოდა.

შედეგად, მათგან 11 % -ს, ვინც პრეპარატს იღებდა, 2 კვირის შემდეგ სიმსივნური უჯრედები მთლიანად გაუქრა, 17%-ს კი სიმსივნე მნიშნელოვნად დაუპატარავდა.

ქალებს მაკონტროლებელი ჯგუფიდან, რომლებიც მხოლოდ ჰერცეპტინს იღებდნენ, ონკოლოგიური მაჩვენებელი 0% და შესაბამისად 3% დაუფიქსირდა.

აშკარაა, რომ ამ წამლების კომბინაციაში მიღება, მკერდის სიმსივნესთან ბრძოლაში, გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ცალ-ცალკე.

პრობლემა იმაშია, რომ ჰერცეპტინის მიღება დასაშვებია მხოლოდ ქიმიოთერაპიის პარალელურად. თუმცა შესაძლოა სიტუაცია მალე შეიცვალოს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე საშინელ დაავადებასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია.

ავტორ(ებ)ი : reitingi.ge