Powered by Jasper Roberts - Blog

11:21 15.03.2017
გიორგი გახარია ,,ჩეროს“ საწარმოო ხაზის გახსნას დაესწრო

დღეიდანქართულ ბაზარზე ასეპტიკური ტექნოლოგიით დამუშავებული,  ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ გამოჩნდა. პროექტი  „აწარმოე  საქართველოს“ პროგრამის  ფარგლებში  ს.ს  „ქართული ლუდის კომპანიამ“ განახორციელა. პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ. პროექტისსაინვესტიციო ღირებულება დაახლობით  25  მილიონი ლარია. 

 

პროექტის   ფარგლებში  „ზედაზენში“  დამატებით    100-მდე  სამუშაო ადგილი   შეიქმნება. გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფოს თანამონაწილეობს პროექტის ნაწილის სესხის დაფინანსებაში,საუბარია დაახლოებით, 3 მლნ ევროზე.

 


,,ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ქართული პროდუქტი უნდა იყოს კარგი, კონკურენტუნარიანი და ორიენტირებული ექსპორტულ ბაზრებზე. შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი მაგალითი. მსგავსი ტექნოლოგია ჩვენს რეგიონში არ არსებობს.  სასმელი წყლების ჩამოსხმისასეპტიკური ტექნოლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე დღეის მდგომარეობით, რაც ასევესოფლის მეურნეობის ნაწარმის განვითარებასმისცემს საშუალებას და ძალიან სერიოზული სინერგიის ეფექტი ექნება. აღარაფერს ვამბობ დასაქმებაზე“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

მინისტრის თქმით,  დაახლოებით 20 მლნ. დოლარის პროდუქტის იმპორტიკეთდება ამ სეგმენტში და სერიოზული საექსპორტო პოტენციალიც გვაქვს. „ის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, რომლებსაც მთავრობა ხელს აწერს, ასევე ადგილობრივი წარმოების წახალისებისა  და ექსპორტის მხარდაჭერისსხვადასხვა სახის მექანიზმები, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ნაწარმოები ქართული ნედლეულით, ქართული მაღალხარისხიანი პროდუქტი გავიტანოთ გავიტანოთ ექსპორტზე და გავყიდოთ ჩვენს ბაზრებზე“ -აღნიშნა მინისტრმა.

 

 

ასეპტიკური   ხაზები რეგიონისთვის უპრეცედენტოა.  მისი საშუალებით ხდება ნედლეულის  ცივად  დამუშავება, რის შედეგადაც პროდუქტში არ ხვდება კონსერვანტები, წვენი არის სრულად ნატურალური, მასში შენარჩუნებულია ყველანაირი  ვიტამინი,  გემო, და სასარგებლო თვისებები.

 


,,საქართველოს შეემატა ახალი ძალიან საინტერესო, მაღალხარისხიანი ბრენდი ,,ჩერო,“ რაც გულისხმობს ძალიან თანამედროვე, ხარისხიანი,  ეკოლოგიურად სუფთა, სტერილურ გარემოში ჩამოსხმული წვენების წარმოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, აგროსასურსათო სექტორის განვითარებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის‘’ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 ნატურალური  წვენის   ინოვაციური წარმოება  ულტრათანამედროვე  ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც  უმაღლესი ხარისხის  კონკურენტუნარიანი  ქართული  პროდუქციის  წარმოების საშუალებას იძლევა.

 

პირველ ეტაპზე,ერთი წლის განმავლობაში, 10მლნ. ლიტრის წარმოება იგეგმება, თუმცა, ქარხანას 3-ჯერ მეტის წარმოების შესაძლებლობა აქვს. პროდუქცია განკუთვნილია როგორც ადგილობრივი  ბაზრისთვის,  ასევე საექსპორტოდ. 

 

კომპანიის უახლოესი ამოცანაა  პროდუქცია   ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა  და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს. ახალ  საექსპორტო  ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია საერთაშორისო  სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge