Powered by Jasper Roberts - Blog

21:44 14.03.2017
პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, მოლაპარაკებები გამართოს „სამხრეთოსურ მხარესთან“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ წინადადება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, მოლაპარაკებები გამართოს სამხრეთოსურ მხარესთან და ხელი მოაწეროს შესაბამის შეთანხმებას. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმება 2015 წლის მარტში ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა. თავდაპირველად შეთანხმება თავდაცვის სივრცის საერთო ფორმირებას ითვალისწინებდა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge