Powered by Jasper Roberts - Blog

17:17 14.03.2017
ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კვლავ გამყარდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კვლავ გამყარდა. 



ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.4854 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.5052 ლარს შეადგენდა.



ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0198 ლარი შეადგინა.



რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში თითქმის სამი პუნქტით გამყარდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.6440 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.6735 ლარს შეადგენდა.



2.5052 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.53 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი გამყარდა, დოლარის ფასი კიდევ უფრო დაიწევს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge