Powered by Jasper Roberts - Blog

16:25 14.03.2017
27-30 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალი გაიმართება

27-30 ივლისს ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 4 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

 

2017 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: JAMIROQUAI, JOSS STONE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOSTLES, MF ROBOTS. ფესტივალს გახსნის CORY HENRY AND THE APOSTLES - ის კონცერტი.

 

 

 

ფესტივალის პროგრამა:

•         27 ივლისი , 19:00 - კლუბი TAKE 5  - CORY HENRY AND THE APOSTLES

•         28 ივლისი , 19:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - JAMIROQUAI ;

•         29 ივლისი , 19:00 –ბათუმის ჩოგბურთის კლუბი  DE LA SOUL ;

•         30 ივლისი , 19:00 –ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - JOSS STONE ; კლუბი TAKE5- MF  ROBOTS


ფესტივალის წარმდგენია თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება „თიბისი სტატუსი", ხოლო  მხარდამჭერი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.  ფესტივალს ორგანიზებას უწევს კომპანია „ისთერნ პრომოუშენს" (Eastern Promotions). მედია მხარდამჭერები არიან რუსთავი 2, იმედი, ARTAREA, რადიო „ფორტუნა", Music box,  გაზეთი „ჯორჯია თუდეი", ჟურნალი OK.

 

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 27 მარტს,  დილის 9:00 საათზე, ონლაინ ვებგვერდზე www.tkt.ge.  ბილეთების თიბისი სტატუს და პრაიმ ბარათებით შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური ფასი. 

 

„Tkt.ge-ზე ბილეთების შეძენაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ. ორი ზონა იქნება, სადაც ბილეთები გაიყიდება: ოქროს ზონა, სადაც სამ დღიანი აბონიმენტის შეძენა შეგეძლებათ, ანუ ყველა კონცერტზე დასწრების ბილეთი 400 ლარი ეღირება. ამასთანავე 20%-იანი ფასდაკლება იქნება, რომელიც თიბისი სტატუსს გააჩნია და მას „თიბისი“ ბანკის მომხმარებელი აქტიურად იყენებს.  სილვერ ზონაში შეგიძლიათ თითო-თითო ბილეთი იყიდოთ კონცერტზე, რომელსაც აირჩევთ. ჯოს სტოუნზე 100 ლარად მოხვდებით, „დე ლა სოულზე“ – 150 ლარად, ხოლო „ჯამიროქუაის“ ბილეთი - 250 ლარი ეღირება. მთლიანად სივრცეში 6000 ადამიანი ეტევა,“- განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ისთერნ პრომოუშენსის დირექტორმა გიორგი კერესელიძემ.

 

ამასთანავე, წელს პირველად, „თიბისი დაზღვევა"  ბილეთების დაზღვევის ინოვაციურ სერვისს გთავაზობთ. 


„დაზღვევა იმოქმედებს ძალიან მარტივად. ვებსაიტზე ინსტრუმენტი ინება ჩაშენებული, რომელსაც მყიდველი ბილეთის ყიდვასთან  ერთად  იქვე მონიშნავს და შეიძენს დაზღვევის პროდუქტსაც. ეს პროდუქტი, ჩემი აზრით, ძალიან ინოვაციურია ჩვენი ბაზისთვის, იმიტომ, რომ აზღვევს კონცერტზე არ წასვლის რისკს, რაც გულისხმობს იმას, რომ, თუ ვერ მიდიხართ რაიმე მიზეზით კონცერტზე, ბილეთის თანხის 100%-ს უკან დაიბრუნებთ, უბრალოდ ერთი კვირით ადრე უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ დაზღვევას.  დაზღვევის ეს პროდუქტი მომდევნო კონცერტებშიც გამოიყენება. Tkt.ge და ,,თიბისი დაზღვევა" დამეგობრდნენ და ერთად გააკეთეს ამ პროდუქტის მიწოდების ფორმატი.  Tkt.ge-ზე ბილეთს რომ იყიდით, მასთან ერთდ შეიძენთ დაზღვევასაც,“-განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ - ნიკა ქურდიანმა.

 

 

/ნინო ოთარაშვილი/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge