Powered by Jasper Roberts - Blog

13:29 14.03.2017
საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში მე-12 ადგილზეა

მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე მსოფლიო რეიტინგები განახლდა.

 

 

განახლებული რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს 74.14 ქულა აქვს და გასული კვირის მონაცემებისამებრ მე-12 ადგილს იკავებს.

 

 

ცვლილებაა ათეულში, სადაც უელსის ნაკრები ერთი პოზიციით დაწინაურდა და მეექვსე ადგილზეა, ხოლო სამხრეთ აფრიკა ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა და მეშვიდე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ კვლავ დაქვეითდა იტალიის ეროვნული ნაკრები, რომელიც განახლებულ რეიტინგში მე-15 ადგილზეა, ხოლო სამოამ მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოსთან მარცხის შემდეგ კი რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა მეცხრამატედან მე-20 ადგილზე გადაინაცვლა.

 

 

საუკეთესო შედეგი აჩვენა ესპანეთმა, რომელიც 6 მარტის მონაცემების შემდეგ რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა და მეთვრამეტე ადგილს იკავებს.

 

 

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ბორჯღალოსნებმა რუს დათვებს დინამო არენაზე ანგარიშით 28:14 სძლიეს. მომდევნო ტურში კი სტუმრად რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ავტორ(ებ)ი : autoradio.ge