Powered by Jasper Roberts - Blog

10:58 14.03.2017
14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. თქვენ იცით, რომ ნებისმიერი სირთულის დავალებას მარტივად გაართმევთ თავს. საღამოს სასიამოვნო და საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. 



კურო
გავლენიანი მფარველებისა და მეგობრების დახმარებით ნებისმიერ საქმეს ადვილად გაართმევთ თავს. საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და სიყვარულით აგავსებთ. 



ტყუპი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. საინტერესო დღე გელით. დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები, კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. 



კირჩხიბი
ჩაეწერეთ უცხო ენის, კულინარიის, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. საღამოს მოიწყვეთ შოპინგი. უმჯობესია, მარტო წახვიდეთ, ვიდრე მეგობრების რჩევამ დაგაბნიოთ. 



ლომი
წარმატებული დღე გელით. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. საღამოს საინტერესო შეხვედრა გელით. 



ქალწული
დღეს რასაც ჩაიფიქრებთ, აგისრულდებათ. ამიტომ, ფრთხილი უნდა იყოთ თქვენს სურვილებში. მეტი დრო გაატარეთ პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ უსაქმურების კრიტიკას. 



სასწორი
მეტად დაუგდეთ ყური გავლენიანი ადამიანების, მეგობრების აზრს. ზოგიერთს შემოსავლის ახალი წყარო გამოუჩნდება. ეცადეთ, ძირითად საქმიანობას ყურადღება არ მოაკლოთ. პირად ცხოვრებაში იდილია გელით. 



მორიელი
პოზიტიური განწყობა საღამომდე შეინარჩუნეთ. საღამოს საყვარელი ადამიანი სიურპრიზს მოგიმზადებთ. სამსახურში მეტი ყურადღება გმართებთ ახალი იდეებისადმი. 



მშვილდოსანი
ახალ მეგობრებს, თანამოაზრებს გაიჩენთ. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. საიდუმლო მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გაუმხილეთ. 



თხის რქა
სამსახურის საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო პირადი საკითხების მოსაგვარებლად. საღამოს კულტურულ ღონისძიებებს დაესწარით, მეგობრები ინახულეთ. 



მერწყული
შეხვედრებითა და ნაცნობობით მდიდარი დღე გელით. გამონახეთ დრო და მიხედეთ გარეგნობას. საქმიანი ადამიანის იერი უნდა გქონეთ. პაემანზე კი შეგიძლიათ შინაურულ ფორმაში გამოცხადდეთ. 


თევზები
მუშაობისას მეტი ყურადღება დაუთმეთ დეტალებს. დააკვირდით მოვლენებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება. საღამოს საყვარელი ადამიანი სიურპრიზს მოგიმზადებთ.

ავტორ(ებ)ი : astrologi.ambebi.ge