Powered by Jasper Roberts - Blog

17:14 13.03.2017
ვახტანგ რჩეულიშვილი ყოფილ და ახალ რძლებს ადარებს – „ნუცა ძალიან მძიმე ხასიათის გოგოა…“

ჟურნალ „თბილისელებთან“ ვახტანგ რჩეულიშვილი თავისი ოჯახის შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ვახტანგ რჩეულიშვილი ბაბუა გახდა, მას შვილიშვილი შეეძინა, რომელსაც თრინითი დაარქვეს, გუკამ ეს სახელი „მატრიცის“ პერსონაჟის მიხედვით შეარჩია. გოგონას ასევე ქართული სახელიც დაარქვეს, მართა.

 

ვახტანგ რჩეულიშვილი თავის ყოფილ და ახლანდელ რძლებზე საუბრობს – „საოცარი გოგოა ლელა, ძალიან თბილი. გუკას და მის ურთიერთობას რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება. ახალგაზრდული შეყვარებულობა აქვთ. მათ სიყვარულსა და რომანტიკას ისიც ამძაფრებს, რომ გუკა შორსაა. თუმცა, ეს სიტუაცია უცხო არ  არის და არ აკლდა ლელას წინა ქმრისგან, მაგრამ ცხოვრება ასეთია. ლელასთან ძალიან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, მაიას განსაკუთრებით უყვარს. ძალიან ოჯახური გოგოა. გუკას მიმართ ძალიან ყურადღებიანია. ამხელა მუცლით აკითხავდა და ნახულობდა. იქ კი ხვდებოდნენ ჩვენი ე.წ. დაზარალებული კლიენტები, წყევლიდნენ, ლანძღავდნენ. მე ლელას და ნუცას ერთნაირად ვუყურებ. კი დაშორდნენ ნუცა და გუკა, მაგრამ ნუცა ხომ ჩემს შვილად დარჩა ისევ“ – აღნიშნავს ვახტანგ რჩეულიშვილი.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ დაშორდნენ ერთმანეთს გუკა და ნუცა, „თბილისელების“ რესპონდენტი პასუხობს:

„დრო შეიცვალა, ტემპი შეიცვალა ამ ცხოვრებაში. ისე იწყობენ ცხოვრებას, როგორც უნდათ. ნუცა ძალიან მძიმე ხასიათის გოგოა და ეტყობა, ვეღარ გაუძლეს. მათი დაშორების მიზეზი ფინანსური პრობლემები არ გამხდარა, მაგრამ ოჯახში რომ არ გაქვს მოგვარებული ფინანსური მხარე, ეს ყველაფრის სათავე ხდება მერე… ნუცას საერთოდ არ აინტერესებს ფული, ჩაცმა. მას აინტერესებს წასვლა, მოსვლა, კინოში, გასართობად. ფული არ აინტერესებს, მაგრამ ფულის გამოყენება – კი. ძალიან არამერკანტილური, სხვანაირი გოგოა. ეს ფინანსურმა პრობლემებმა კი არ შექმნა, მაგრამ გაამწვავა. გუკაში გამოიწვია ნერვიულობა, დაძაბულობა – ეს ხომ ფაქტია. ამიტომაც ვამბობ, ყველა ოჯახს შიგნით თავისი პრობლემები აქვს. მე სულ ვამაყობდი ნუცათი, მისი გარეგნობით, ადამიანობით, მაგრამ ლელა სხვა ტიპია. ბავშვობიდან იდეალური ხასიათი აქვს. ლელა ბევრად უფრო თბილია ურთიერთობაში, გამოხატვაში. ნუცა უფრო ცივია, მაგრამ ამავე დროს, რომ გაგიჭირდება, ნუცაც გვერდში დაგიდგება ყველაფერში და ლელაც. მე ბედნიერი ვარ, რომ ნუცა კატოს დედაა და იმედია, ასევე ბედნიერი ვიქნები, რომ ლელა ჩემი პატარა შვილიშვილის დედაა", - ამბობს რჩეულიშვილი. 

ავტორ(ებ)ი : musicbox.ge