Powered by Jasper Roberts - Blog

14:30 13.03.2017
დაბერების ნიშნები - რა გასცემს ქალის ასაკს უპირველეს ყოვლისა

ყველა ჩვენგანს შეუმჩნევია, რომ ხშირად ერთი და იმავე ასაკის ადამიანები სხვადასხვანაირად, ზოგი ასაკოვნად, ზოგი კი პირიქით - ახალგაზრდულად გამოიყურებიან.

ასეთებზე 30 წლის შემდეგ ამბობენ - "უბრალოდ კარგი გენეტიკა აქვს". 

მაგრამ რაც არ უნდა კარგი გენების მატარებელი იყო, ასაკი ყოველთვის გაგცემს.
სტატიაში იხილათ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და როგორ უნდა გაუმკლავდეთ სიბერის ნიშნებს:

ნაკეცები ცხვირისა და ტუჩების მიდამოში
. ეს ნომერ პირველი პრობლემაა, უკვე 25 წლის ასაკში. კარგი კოსმეტოლოგი კი აუცილებლად გირჩევთ - რაც უფრო ადრე დაიწყებთ მასთან ბრძოლას, მით უკეთესი. 
Rating
სახის ოვალი. ტალღოვანი კონტურები - ბევრ შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობისა და ცხოვრების წესის შედეგია. ნიკაპის მიდამოში მოდუნებული კანი - სახის კანისთვის შესაშური მდგომარეობა ნამდვილად არ არის და თუ ამ პრობლემას 45 წლამდე არ მიხედავთ, მერე შედეგი კიდევ უფრო გაუარესდება. 
Rating
რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს სახის გიმნასტიკური ვარჯიშები. ეს, რა თქმა უნდა, ვერ შეასრულებს სპეციალისტის როლს, მაგრამ საქმეს პატიოსნად გაუმკლავდება. 

შავი წრეები თვალების გარშემო. თვალების ირგვლივ ნაოჭებისა და სიშავეების გაჩენის მიზეზი - სხეულის მინიმალური ცხიმიანობაა.

Rating
ადრეული ასაკიდან ამ პრობლემასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა - დღის განმავლობაში საკმარისი წყლის მიღება და სრულფასოვანი ძილი. ამის გარეშე ნებისმიერი ძვირადღირებული კრემი უძლურია.
Rating
კისერი. ამას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება მას შემდეგ, როცა კისრის ნაკეცები საკმაოდ შესამჩნევი ხდება. ამ პრობლემასთან გამკლავების ბევრი საშუალება არსებობს - როგორც აპარატული, ისე ინექციური.

ხელები. პიგმენტური ლაქები, ნაოჭები, ამოწეული ვენები - ასაკის სამუდამო თანმხლებია. თუ ვენები გენეტიკურია, დანარჩენი პრობლემები გამოწვეულია - ულტრაიისფერი სხივების დასხივებით, ლაგებისა და რეცხვისას ხელის კანის დაუცველობით. სახლის საქმეების დროს აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანები, ასევე რეგულარულად გამოიყენეთ მზისგან დამცავი და მკვებავი საშუალებები.
Rating
ზედმეტი წონა. ზედმეტი წონა ბევრ ჩვენგანს ასაკს მატებს. მასთან რადიკალური ბრძოლა და წონაში სწრაფად კლება კი ხშირად სწრაფ დაბერებასაც იწვევს. იდეალური რჩევაა:
ფიზიკური აქტივობა + ჯანსაღი კვება. ეს ერთადერთი ჯანსაღი გზაა კარგი შეგრძნებისა და იდეალური ფიზიკური ფორმების მისაღებად.

ავტორ(ებ)ი : reitingi.ge