Powered by Jasper Roberts - Blog

12:51 13.03.2017
"55 ათასი მიზეზი საქართველოს 6 ერში მისაღებად," - Wales online

ბრიტანული გამოცემა Wales online რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩის დროს გულშემატკივრების დასწრებას გამოეხმაურა. "55 000 მიზეზი საქართველოს 6 ერში მისაღებად,"- წერს გამოცემა.

 

 

„რაგბი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტია და დღეს ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როცა რუსეთთან თამაშს 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. საქართველოს ნაკრები "ექვსი ერისკენ" მიიწევს და ეს ხდება მაშინ, როცა იტალია კვლავ მარცხდება საფრანგეთთან 18:40, საქართველოში რაგბი უფრო ვითარდება", - ნათქვამია ვებგვერდის მიერ მომზადებულ სტატიაში.

 

 

Wales online-მა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში რაგბის განვითარებას ხელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უწყობს.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი 28:14 დაამარცხა. შემდეგ შეხვედრას ბორჯღალოსნების 19 მარტს სტუმრად რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ავტორ(ებ)ი : rustavi2.com