Powered by Jasper Roberts - Blog

11:25 13.03.2017
უძრავი ქონების ბაზრის უახლესი ტენდენციები

თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში მეოთხე პუბლიკაცია გამოქვეყნდა.

 

 

2016 წელს ქართული უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა (წინა წელთან შედარე­ბით 20.2%-ით)და გაყიდვების რაოდენობამ 89 120 ერთეულს მიაღწია. პარალელურად, 37.5%-ით გაიზარდა თბილისის უძრავიქონების ბაზარიც, რომლის წილმა ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქო­ნე­ბის გაყიდ­ვებში 38.6% შეადგინა.დედაქალაქში 2016 წელს 34 440 გაყიდვის ტრანზაქცია დაფიქ­სირ­და, თვეებს შორის კი განსაკუთრებულიაქტიურობით გამოირ­ჩე­ოდა დეკემბერი (3 593 ტრან­ზაქცია).

 

 

თბილისის გაუთვალისწინებლად, 2016 წელს ქართული უძრავი ქონების ბაზარი 11.3%-ით გაი­ზარ­­და. ამასთან,ქვეყნის რეგიონებს შორის უძრავი ქო­ნე­ბის გაყიდ­ვებში მაღალი წილით გამოირ­ჩე­ოდა კა­ხეთი (12.0%) და აჭარა(9.6%).

 

 

დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე დომინირებდა ვაკე, საბურთალო და სამ­გო­რი,რომელთა წილად ტრანზაქციების თითქმის ნახევარი მოდიოდა. 2016 წელს ყველაზე მეტი გა­ყი­დვა ვაკეში (6 892ერთეული, თბილისის გაყიდვების 20.0%) დაფიქსირდა, მეორე და მესამე ად­გი­ლებს კი შესაბამისად საბურთალო(5 909 ერთეული, 17.2%) და სამგორი (3 748 ერთეული, 10.9%) ინაწილე­ბდნენ.

 

 

2016 წელს ახალი უძრავი ქონების მიწოდება (დასრულე­ბული მშენებლობების რაოდენობა და მო­ცუ­ლობა)თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა:

 

§  ახალი შენობების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 42.7%-ით გაიზარდა და 765 ერთეული შეადგინა (604საცხოვრებელი უძრავი ქონება, 161 კომერციული უძრავი ქონება).

 

§  ახალი შენობების მოცულობა წინა წელთან შედარებით 65.4%-ით გაიზარდა და 1.44 მილიონი კვ.მ შეადგინა (1.16მილიონი კვ.მ საცხოვრებელი უძრავი ქონება, 0.28 მილიონი კვ.მ კომერციული უძრავი ქონება).

 

 

2016 წლის დეკემბერში საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი წინა წელთან შედა­რე­ბით 3.8%-ითშემცირდა, ხოლო ქირის ფასის ინდექსი 2.1%-ით გაიზარდა. ამასთან, 1 კვ.მ საცხოვ­რე­ბელი უძ­რავი ქონებისგაყიდვის საშუალო ფასმა 866 აშშ დოლარი, ხოლო ქირის საშუ­ა­ლო ფასმა 7.20 აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წელსკვლავ მთაწმინდა რჩებოდა დედაქალაქის ყველაზე ძვირ რაიონად როგორც გაყიდვის სა­შუ­ა­ლო ფასის (1 033აშშ დოლარი), ისე ქირის საშუალო ფასის (8.37 აშშ დოლარი) მიხედვით; ყველაზე იაფი რაიონი გაყიდვისსაშუალო ფასის მიხედვით იყო სამ­გორი (547 აშშ დოლარი), ხოლო ქი­რის ფასის მიხედვით - გლდანი (4.52 აშშდოლარი).

 

 

დეკემბრის თვეში (წინა წელთან შედარებით) შემცირდა კომერციული ქონების გაყიდვის ფასის (11.7%-ით) დაიჯარის ფასის (12.5%-ით) ინდექსები. ამასთან, 1 კვ.მ კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1 087აშშ დოლარის, ხოლო იჯარის საშუალო ფასი - 10.28 აშშ დო­ლარის დონეზე დაფიქსირდა.

 

 

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: უძრავი ქონებისბაზარი #4| ნოემბერი-დეკემბერი, 2016

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge