Powered by Jasper Roberts - Blog

19:48 12.03.2017
საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთის ეროვნულ გუნდთან კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია - 28:14

საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთის ეროვნულ გუნდთან კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია - დღევანდელი შეხვედრა 28:14 დამთავრდა. საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ 14:0 უგებდა. ქართველმა მორაგბეებმა პირველი ლელოს დადება თამაშის დაწყებიდან მეოთხე წუთზე მოახერხეს. ზუსტი იყო გარდასახვაც და ანგარიში 7:00 გახდა. მეორე ლელო ”ბორჯღალოსნებმა 26-ე წუთზე შეძლეს და გარდასახვის შესრულების შემდეგ 14:0 გახდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველმა რაგბისტებმა კიდევ ერთი ლელო გარდასახეს. ანგარიში 21:0 გახდა. შემდეგ რუსები გააქტიურდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ისევ შეძლო ერთი ლელოს დადება და ანგარიში 28:14 გახდა.

რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი ”დინამო არენაზე” გაიმართა. საქართველოს ნაკრებს რუსეთის გუნდთან აქამდე 20-ჯერ უთამაშია. 18 მატჩში ქართველებმა მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა, ერთშიც გამარჯვება რუსებს დარჩათ შორეულ 1993 წელს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge