Powered by Jasper Roberts - Blog

18:44 11.03.2017
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება რაგბში, ხვალ, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, მამუკა გორგოძე, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ნაკრების რიგებში წელს პირველად ითამაშებს, მიიჩნევს, რომ რუსეთთან დაპირისპირებაში, ეროვნულ გუნდს პირველიდან ბოლო წუთამდე მობილიზება მართებს. ამის შესახებ, გორგოძემ განცხადება წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

"გუნდის მოტივაციასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მე წელს პირველად მიწევს თამაში, მაგრამ ეს რაგბია და ის ისეთი თამაშია, ყოველთვის მოტივირებული უნდა იყო, თორემ აუცილებლად წააგებ. შეიძლება მეტოქეს 10-ჯერ მოუგო, მაგრამ მე-11 მატჩი დათმო. ვნახეთ რუსეთის თამაშები და საკმაოდ კარგი გუნდია. ამიტომ, პირველიდან ბოლო წუთამდე მობილიზება გვმართებს", - თქვა გორგოძემ.

 

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება, ხვალ, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge