Powered by Jasper Roberts - Blog

15:40 11.03.2017
ვინ არის "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი გმირი "კრიმხილდა" ?

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებს" ახალ სეზონში ახალი გმირი "კრიმხილდა" დაემატა. სერიალში კრიმხილდა ნორა გაბისკირიას შვილია, მის გმირს მსახიობი ნანა კუხალეიშვილი ასრულებს. 

 

ნანა 1970 წლის 4 მარტს ზუგდიდის რაიონში დაიბადა. ცხოვრობს თბილისში, ჰყავს ოჯახი - მეუღლე და ორი შვილი. 

 

ჰგავს თუ არა რეალურ ცხოვრებაში საკუთარ პერსონაჟს და რას საქმიანობს მსახიობი ამის შესახებ „თავისუფალ ზონას“-ს ესაუბრა:

 

"კრიმხილდა ანუ ჩემი გმირი ძალაუფლების მოყვარე ქალია და არის მუდმივად " დაქოქილი"  მგონია რომ მაინც დადებითი პიროვნება იქნებოდა, დედამისი ნორა ხომ სიკეთით იყო გამორჩეული, ჩემი კრიმხო კი უბრალიდ ექსცენტრული ქალია. კარგად მახსოვს დედა რომ გარდამეცვალა მეზობლის ქალს დაუძახეს შესაცხადებლად. მაშინ მე იქ ეს ვერ გავაკეთე".  - ამბობს მსახიობი

 

– როგორ მოხვდი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ?


 - ეკა მჟავანაძემ მიმიყვანა და პრობი ჩამაწერინა. მეორე დღეს დამირეკა და მითხრა დაგამტკიცესო, რასაც მე დიდი ოვაციით შევხვდი, მერე დასძინა რომ გაგაწვალე თორემ იმ დღესვე ვიცოდიო როლზე დატკიცების ამბავიო.

 

 - რამდენადაც ვიცი პროფესიით მსახიობი ხარ ხომ? 


 - დიახ,1993 წელს დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი ,კინოს და დრამის სამსახიობო ფაჯულტეტი,ლილი იოსელიანის ჯგუფი. მხოლოდ სამი წელი ვიმუშავე მარჯანიშვილის თეატრში. 20 წელია პროფესიით არ მიმუშავია. მხოლოდ სკოლებში  და სტუდიებში ვმუშაბდი მეტყველების პედაგოგად. ახლაც სტუდიაში ვმუშაობ და თან ვეხმარები ჩემს მეგობარს, კიაზო ჯობავას თავის თეატრში " პროტესტი" - მსახიობებთან ვმუშაობ. 

 


 - როგორ შეგხვდნენ ჩცდ-ს მსახიობები?


არ ვიცი როგორ აგიღწეროთ, ეს არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ყველა შეგიყვარებს მისვლისთანავე, საოცარი ხალხია თბილი და კეთილგანწყობილი, ყველა გეფერება და უხარიათ თუ რამეს კარგს აკეთებ, უდიდესი ბედნიერება მომანიჭეს და  ვამაყობ რომ მათი წევრი გავხდი, უზომოდ მიყვარს ყველა, არამარტო მსახიობები, მთელი ტექნიკური ჯგუფი, რომლებსაც მძიმე შრომის მიუხედავად მაინც შეუძლიათ სიყვარულის გაღება.


- გაგრძელდება შენი როლი სერიალში?


- როგორც გავიგე აპირებენ, ისე ამდენი ვაი-ვიშის მერე ერთი მოლხენა არ გვაწყენდა. ისე რაღაც-რაღაცეები მეც მაქვს წარმოდგენილი, თუ როგორ გააგრძელებდა ჩემი გმირი ცხოვრებას და თან სახალისოც იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი სცენარისტზეა დამოკიდებული, მან უკეთ იცის.


- რა მიზანი გაქვს ცხოვრებაში? 


- პირველ რიგში ჩემი მიზანია ჩემი შვილების კარგი აღზრდა და შემდეგ აუცილებლად ჩემს პროფესიაში დამკვიდრება, დღემდე მესიზმრებოდა სცენა და დავიწყებული როლი, ვხედავდი ქალბატონ ლილის უკმაყოფილო სახეს, მაწუხებდა ძალიან რომ ვერ ვახდენდი რეალიზებას, ეს ჩემი ცხოვრებაა და ამის გარეშე უბრალოდ ვერ ვიარსებებ.

 

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge