Powered by Jasper Roberts - Blog

15:01 11.03.2017
როგორ სახლებში ცხოვრობენ ქართველი სელებრითები? ნახეთ ფოტოები

ქართველი ვარსკვლავების სახლები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. სელებრითები არც ისე იშვიათად ავრცელებენ სოციალურ ქსელში შინ გადაღებულ ფოტოებს. ძირითადად, ეს არის ან სელფები სახლიდან, ან მათივე კოლეგების მასპინძლობის, რაიმე ფართის ფოტოები, ან კიდევ, საახალწლოდ უჩნდებათ ხოლმე ასეთი სურვილი, რომ მათივე აწყობილი ნაძვის ხით მიულოცონ თაყვანისმცემლებს ახალი წელი. ძირითადად ასე საჯაროვდება მათი შინაური ფოტოები და გვეძლევა საშუალება, დავათვალიეროთ სელებრითების ბინების ინტერიერი.



ამჯერად რამდენიმე მათგანის სახლებში შეგაჭყიტებთ მათივე გადაღებული ფოტოებით.



ქართველი ვარსკვლავების არც ისე მცირე ნაწილი 2002 წელს თბილისში, პრესტიჟულ უბანში, ვაკეში, ყიშიძის 17-ში მდებარე 

სახლში ცხოვრობს, რომელსაც ხშირად ვარსკვლავების სახლს უწოდებენ. ათსართულიანი შენობის სამი სადარბაზოდან, ერთ-ერთი ქართველ ცნობილებს დაეთმოთ. მათ შორის იყვნენ: ლელა წურწუმია, ნატო მეტონიძე, რუსა მორჩილაძე, ნატო გელაშვილი, ნიკა რაჭველი, დათო დოიაშვილი, ავთო ცქვიტინიძე, კახა ცისკარიძე, ზუზუ ნოდია, გიორგი უშიკიშვილი, თეა გობეჯიშვილი და ნიკა ლომიძე, და კიდევ სხვები.



ზოგიერთი მათგანი გადავიდა ამ სახლიდან, თუმცა ბევრი დარჩა. მათ შორის, ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი, თავიანთი ქალიშვილით.



ლელა ხშირად მასპინძლობს თავის ბინაში ვარსკვლავ მეზობლებს და ასევე არამეზობელ ვარსკვლავებს.



რატი დურგლიშვილს თანამედროვე ინტერიერის ბინა აქვს, ხშირად დებს სელფებს თავისი ბინიდან და ასევე თავისი ახალი ჰობის ფოტოებს - რატი ჰენდ-მეიდითაა გატაცებული და მის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ჭაღით თუ გაფორმებული ჭიქებით იწონებს ხოლმე თავს.

 

 

იხილეთ ფოტოები: 

 

 

 

 

ლელა წურწუმია

 

 

 

 

 

 

ნიმო ჩხეიძე

 

 

რატი დურგლიშვილი:

 

 

 

 

 

 

 

ნინა წკრიალაშვილი

 

 

 

ავტორ(ებ)ი : shin.ge