Powered by Jasper Roberts - Blog

14:54 11.03.2017
გაერო უკრაინას შესაძლო ქიმიურ კატასტროფაზე აფრთხილებს

"აღმოსავლეთ უკრაინაში, საომარი მოქმედებების ზონაში ქიმიკატების გაჟონვის რისკი ძალიან დიდია, რაც, თავის მხრივ, გარემოზე და მოსახლეობაზე კატასტროფულ ზემოქმედებას იქონიებს – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა სპეციალურმა მომხსენებელმა ბასკუტ ტუნჟაკმა განაცხადა "– საერთაშორისო ორგანიზაციის პრეს-რელიზშია ნათქვამი.

 


მისი თქმით, დონბასში უმსხვილესი ქიმიური და სამრეწველო ქარხნებია, რომლის ახლოსაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები.

 


ტუნჟაკის თქმით, 24 თებერვალს ცეცხლი გაუხსნეს შენობას, სადაც 7 ტონა ქლორი ინახებოდა. გაზის კონტეინერები არ დაშავებულა, მაგრამ თუნდაც ერთი მათგანის დაზიანებას ყველაფრის განადგურება შეეძლო 200 მეტრის რადიუსში, დაახლოებით 8 კილომეტრის რადიუსში კი დღე-ღამის მანძილზე მოსახლეობის ევაკუაცია გახდებოდა საჭირო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge